Coming Out დაძლევს ჰომოფობიას

 შესავალი ჩემგან: ხვალ, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. (IDAHO). ამ დღეს საქართველოც უერთდება. ხვალვე, 17 მაისს “ფრონტლაინ ჯორჯია” მართავს ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას სახელწოდებით “მედ ყოფნის ფასი ჰომოფობიურ გარემოში”. ამ დისკუსიაზე მცირე მოხსენებით მეც უნდა წარვმსდგარიყავი, თუმცა გუშინ საღამოს გეგმები შეიცვალა და საქართველოს დატოვება მიწევს. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრონტლაინში ქამინგ აუთის თემაზე ვერ ვისაუბრებ ხვალ, თუმცა მიხარია, რომ ეს საქმე დავით მიხეილ შუბლაძემ აიღო თავის თავზე. ამიტომაც, სიამოვნებით გთავაზობთ დათოს გესთ-პოსტს ჰომოფობიის თემაზე.

Read more of this post

მიწისქვეშა სიყვარული და მიწისზედა სიძულვილი

პოსტის შესავლისთვის შაბლონი უნდა გამოვიყენო: “გუშინ ბიოლის ფონდში დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით “სიძულვილის ენა: სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის?” გადავწყვიტე ამ თემაზე კიდევ ერთხელ დამეწერა” – შაბლონის დასასრული.

სინამდვილეში სიძულვილის ენის შესახებ გამართული დისკუსია ზვიადისტებისა და მწერალთა კავშირების ინტელიგენტი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც იმაზე დარდობენ ჰომოსექსუალობის “პრომოუშენს” ის არ მოყვეს, რომ გეები უმრავლესობაში გადავიდნენ და ვაიდა მეც არ გავხდე ამ “პრომოუშენის მსხვერპლი”-ო, პოსტის დაწერისკენ არც მიბიძგებდა, რომ არა ის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ასე ხშირად იმეორებდნენ სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეები. ჩვენში დარჩეს და ვეთანხმები თუ არა, მაინც სიგიჟემდე მიხარია, რომ ადამიანები არგუმენტებთ ვკამათობთ და გავცდით საქმეარმაქვსდარავაკეთო-თი განპირობებულ მკითხაობას თემებზე: შუქი მაისში მოვა თუ ივნისამდე დაეზარებათ მე-9 ბლოკის გაკეთება? “პიკნიკის” პეჩენია, წუხელ ბალიშის ქვეშ რომ შევინახე თაგვმა შემიჭამა თუ ძმამ? და საერთოდ, სინამდვილეში ვისი შვილია იგნასიო? – ეგეც ჩვენი პროგრესი, ვინ თქვა არ ვპროგრესირდებითო? ენა გაუხმეს! ჩვენ აგერ უკვე სიძულვილის ენაზე დისკუსიები აქტიურ ფაზაშიც კი შეგვყავს, მაშ!

Read more of this post

დამზადებულია იაპონიაში

Deep Purple - Made In Japan

პოსტი არ ეხება იაპონიის კატასტროფას!

საქმე ისაა, რომ ბრიტანული როკ-ჯგუფის, Deep Purle-ს ლეგენდარული ლაივ ალბომი Made In Japan 2010 წელს როგორც იქნა DVD-ზე გამოიცემა. ალბომი 1972 წლის ტურნეს დროს ჩაიწერა და დღემდე ითვლება, რომ ერთ-ერთი უდიდესი ლაივ-ალბომია როკ მუსიკის ისტორიაში.

სად იყვნენ აქამდე? თითქმის 40წლის მანძილზე ამ ჩანაწერის ვიდეო-ვერსია ყველაზე მოთხოვნადი იყო როკის მსმენელებში. პრობლემა ის იყო, რომ ვიდეო უბრალოდ… არ არსებობდა.😀 2009 წელს კეთილ იაპონელებს სრულიად შემთხვევით ამოექექათ 72 წლის ტელე-ჩანაწერები, სადაც ნახეს 30 წამიანი კლიპი იმ ლეგენდარული კონცერტებიდან.  როგორც ჩანს, საქმე გაუგრძელებიათ და ამ ქექვა-ქექვაში არც მეტი არც ნაკლები სამივე კონცერტის სრული ვიდეო-ჩანაწერები იპოვეს და ასე მოუმზადეს გრანდიოზული სიურპრიზი 40 წლის მანძილზე ამ ვიდეოების მომლოდინე ადამიანებს🙂

ალბომის ისტორია:

1972 წელს დიფ ფარფლმა გამოუშვა ჰიტ-ალბომი Machine Head, რომელზე მოგვიანებით კრიტიკოსებმა თქვეს, რომ Black Sabbath-ის Paranoid-ისა და Led Zeppelin-ის IV-თან ერთად, ეს იყო ჩანაწერი, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი დასვა, თუ რა უნდა ყოფილიყო მძიმე როკი. ალბომს ცხადია მსოფლიო ტურნე მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა იაპონიაში სამი კონცერტი გამართა. ტურნეს დასრულების შემდეგ იაპონელმა ხმის რეჟისორებმა სამივე კონცერტის ჩანაწერი გამიქსეს და ჯგუფის მენეჯერს გადაუგზავნეს. ბევრს კი არ ითხოვდნენ, მხოლოდ იაპონიაში გამოვცეთ პატარა ტირაჟითო. ჯგუფი ლაივის გამოცემას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ მისი მოსმენისას, ჯანდაბასო, და დათანხმდნენ, დაბეჭდეს პატარა ტირაჟით და დაარქვეს Made In Japan. ხო, ცოტა ეგზემპლიარები ბრიტანეთშიც გამოუშვეს, რა იცი რა ხდებაო.

მოხდა ისე, რომ ალბომი გამოშვებისთანავე საყოველთაო ტაციაობის საგნად იქცა და რამდნიმე დღეში სრულიად გაიყიდა. აი აქ კი დაფიქრდნენ მენეჯერები და Made In Japan ევროპაშიც გამოსცეს. ეხლა უკვე ამერიკელები დაესივნენ და იმდენი ქნეს, რომ ცოტა ხანში ჩანაწერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა. Deep Purple-ს რა? რა და, სწორედ Machine Head-ისა და Made In Japan-ის არნახული პოპულარობის წყალობით მძიმე როკის პიონერები 1972-1974 წლების ყველაზე დიდ როკ-ჯგუფად იქცნენ მსოფლიოში. ამ ორ წელიწადში Deep Purple ყიდდა იმაზე მეტ ალბომს, ვიდრე Led Zeppelin, Rolling Stones და იქამდე გაბლატავდნენ, რომ The Beates-იც კი გადაწონეს. ამერიკული და ბრიტანული გამოცემები წერდნენ: “Forget Beatlemania. Now it’s time for Purplemania” (“დაივიწყეთ ბიტლომანობა, ეხლა ფარფლომანობის დროა”).

სამწუხაროდ, სხვადასხვა ხუშტურების გამო ჯგუფიდან ჯერ იან გილანი გავარდა, მერე რიჩი ბლექმორი, 1975 წელს კი Deep Purple – მსოფლიოს მწვერვალზე ყოფნისას დაიშალა. (მოგვიანებით 1985 წელს აღდგა და დღემდე ტურნეზე არიან).

ხოდა, აი რამდენს შვრება კარგი დანატოვარი. სამი იაპონური კონცერტი, რომელმაც როკ-მუსიკა შეძრა, 40 წლის შემდეგ იხილავს დღის სინათლეს და მას დღესაც მძიმე როკის თითქმის ყველა მსმენელი ელის.

 

ნანიზირებულნი

40-იანების გარიჟრაჟზე, მინესოტას შტატის პატარა ქალაქ დალუტაში ერთი ცელქი ბიჭი დაიბადა. 60-იან წლებში, უკვე ცელქმა თინეიჯერმა, დასავლურ კულტურულ/მენტალურ რევოლუციას დიდი ბიძგი მისცა. ამ პერიოდის კონტრკულტურამ მოგვცა ის, რასაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს ეძახიან ხოლმე. ანუ, ადგილი, სადაც იციან, რომ მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ტრაკი გაქვს თუ შავი, ქალი ხარ თუ კაცი, ანზორისთან გაქვს სექსი თუ მადლენასთან. ადგილი, სადაც იციან, რომ განურჩევლად “ნიშან-თვისებებისა”, ადამიანი, არის უბრალოდ ადამიანი და ყველა მათგანი თანასწორი უნდა იყოს. ამ ცელქ თინეიჯერს მუსიკა ძალიან უყვარდა. გადაწყვიტა პროტესტი სწორედ სიმღერით გამოეხატა. მღეროდა თავისუფლებაზე, პაციფიზმზე, ომზე… მოკლედ, ბევრ რამეზე, რითაც რასისტული სეგრეგაციითა და ათასგვარი ფობიებით შეპყრობილ მშობლების თაობას სასტიკად უპირისპირდებოდა. აი ასე, დესტრუქციითა და ტრადიციული მორალური ღირებულებების წინააღმდეგ გამოსვლით მან ლამის მთელი მსოფლიო შეცვალა. ამ ბიჭს რობერტ ალენ ზიმერმანი ერქვა. ისე კი, მერე ბობ დილანის სახელით გაგვეცნო.

Read more of this post

მე, ტაბულა, ტაბულელები და სხვები

გუშინ, ქსენოფობიის (და სხვა) თემებზე კამათისას კიდევ ერთხელ, სრულიად უადგილოდდა წამოიჭრა ჩემი, როგორც ტაბულას ყოფილი თანამშრომლის საკითხი. ცოტა ხნის მერე ერთ ნაცნობს სკაიპში ვესაუბრებოდი და ორივეს გაგვიჩნდა კითხვა: რა შუაშია ქსენოფობიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე ან ნებისმიერ ზოგადსაკაცობრიო თემაზე კამათი იმასთან, რომ მე ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი? ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია კითხვაზე პასუხის გაცემას. ყველა შემთხვევაში, მოკამათემ მაშინ წამომაძახა ყოფილი სამსახური, როდესაც მას უშუალოდ კამათის თემაზე არგუმენტები ამოეწურა. ბოლო ასეთი სამი შემთხვევიდან, პირველმა მოკამათემ რამდენიმე წუთის შემდეგ ბოდიში მომიხადა. ძალიან გამიხარდა, რადგან ადამიანი, რომელიც მიმართაც გარკვეული პატივისცემა მაქვს, მიხვდა, რომ არაადეკვატური კომენტარი იყო მისი მხრიდან. მეორე შემთხვევა მნათეუსის სტატიას შეეხება სიძულვილის ენისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მნათეუსი, მას შემდეგ რაც ლადო სადღობელაშვილმა ქუჩაში სახალხოდ “პიდარასტი” ეძახა, ხმალამოღებული გაიძახდა, რომ სიძულვილის ენა ბოროტებაა და მისი კრიმინალიზება – აუცილებელი. ხოლო როგორც კი საქმე მისი რედაქტორის გამოხატვის თავისუფლებას შეეხო, უცებ აყვირდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თუნდაც დედა აგინოს მეორეს და მაგინებლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ამის საპირისპიროდ, როგორც კი მან ჩემი პოსტი “მომიფურთხებია ქვეყნის მთავარსარდალო” წაიკითხა, წამში ალაპარაკდა სიძულვილის ენის კრიმინალიზების საჭიროებაზე. ხოლო ორიოდე თვის შემდეგ კი, აქვეყნებს სტატიას, სადაც ისევ და ისევ გამოხატვის სრულ ტავისუფლებაზე ღაღადებს. კამათი მიდიოდა იმაზე, რომ: 1) მნათეუსმა სტატიის დაწერისას არ იცოდა სიძულვილის ენის დეფინიცია და ახდენდა მის არასწორ ინტერპრეტირებას. 2) ხუთი თვის განმავლობაში მან ზუსტად ოთხჯერ ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიცია დააფიქსირა ამ თემაზე. ოთხივე შემთხვევაში საკითხს თავის პირად საჭიროებებზე ორგებდა და ორმაგი კი არა, ოთხმაგი სტანდარტებით თამაშობდა. საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ორ პრობლემას, რის გამოც მე სტატიის ავტორს ვეკამათებოდი, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი. როცა ადამიანი სტატიას წერს და სიტყვების დეფინიცია არ იცის, ეს უპასუხისმგებლობაა. ხოლო როდესაც ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ რადიკალურად ცვლის პოზიციას თავისი ინტერესების შესაბამისად – ეს უნამუსობაა. რა შუაშია აქ ან მე ან ტაბულა?

Read more of this post

დევნილების ვიდეოების ნაწილი იუთუბზე დაბლოკეს?


რამდენიმე დღეა, რაც ახლგაზრდების ნაწილი აქტიურ საინფორმაციო და მხარდამჭერ მოქმედებებზე გადავიდა დევნილთა საკითხთან დაკავშირებით. პირადად მეც 2 დღის წინ დავდე პოსტი ამ თემაზე. პოსტს თან დავურთხე ვიდეო, რომელიც ასახავდა დღეს უკვე ხელისუფლების მიერ დევნილი დევნილების გამოსახლებას და იმ ენით აუღწერელ ტანჯვას, რაც მათ 20 წლის წინ გამოიარეს.

როგორც ჩანს საინფორმაციო ტალღამ “საჭირო ყურამდე” მიაღწია. ჩემდა გასაოცრად დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიდეოები, რომლებიც 20 წლის წინანდელი დევნილების გამოსახლებას ასახავს, რამდენიმე საათის დაბლოკილია! მათი ნახვა შეუძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ უკვე ინტერნეტ-ცენზურის მომსწრენიც გავხდით ჩვენს ქვეყანაში. ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორებს წარმოდგენაც არ აქვს ალბათ ინტერნეტის შესაძლებლობებზე. რამდენიმე ნაცნობის წყალობით შევძლებ არა ერთი, არამედ ათეულობით მსგავსი ვიდეო ავტვირთოთ არამხოლოდ იუთუბზე, არამედ სხვა ვიდეო-საიტებზეც და ქართული ინტერნეტ-ცენზურის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ სათანადო ორგანიზაციები.

ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორს უნდა ყოფნიდეს იმის გაგება, რომ ცენზურა ასეთი სახით აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციებს და პასუხგაუცემელი არ დარჩება. ყველას გთხოვთ დააშეაროთ ეს პოსტი, განვიხილოთ საქართველოში ინტერნეტ-ცენზურის პირველი ღია შემთხვევა და მოვემზადოთ სათანადო პასუხისათვის აი აქ

ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=K5crSTjCzHk&w=480&h=390

UPDATE #1: ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ მათთან ვიდეოს ურპობლემოდ ხსნის. არ ვიცი ჩემთან ამ ერორს რატომ აგდებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ეწოდოს ამას ცენზურა, მაგრამ ფაქტია, დევნილების 20 წლის წინანდელი ვიდეოები რამდენიმე საათია ჩემთან აღარ იხსნება და მიწერს: “ვიდეოს ნახვა შეუძლებელია თქვენი ქვეყნიდან”.



First, they came for… someone!

“First they came for the communists,
and I didn’t speak out because I wasn’t a communist.
Then they came for the trade unionists,
and I didn’t speak out because I wasn’t a trade unionist.
Then they came for the Jews
and I didn’t speak out because I wasn’t a Jew.
Then they came for me
and there was no one left to speak out for me.”

This is the story of how a pastor Martin Niemoller,  Hitler’s ex-supporter was left alone in front of the destructive power of the Fuhrer, just because he has not opposed injustice earlier, at the right time, due to the personal careerist or non-careerist interests. He didn’t meddle in!

Read more of this post

%d bloggers like this: