Coming Out დაძლევს ჰომოფობიას

 შესავალი ჩემგან: ხვალ, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. (IDAHO). ამ დღეს საქართველოც უერთდება. ხვალვე, 17 მაისს “ფრონტლაინ ჯორჯია” მართავს ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას სახელწოდებით “მედ ყოფნის ფასი ჰომოფობიურ გარემოში”. ამ დისკუსიაზე მცირე მოხსენებით მეც უნდა წარვმსდგარიყავი, თუმცა გუშინ საღამოს გეგმები შეიცვალა და საქართველოს დატოვება მიწევს. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრონტლაინში ქამინგ აუთის თემაზე ვერ ვისაუბრებ ხვალ, თუმცა მიხარია, რომ ეს საქმე დავით მიხეილ შუბლაძემ აიღო თავის თავზე. ამიტომაც, სიამოვნებით გთავაზობთ დათოს გესთ-პოსტს ჰომოფობიის თემაზე.

Coming Out დაძლევს ჰომოფობიას!

ჰომოფობია ქართულ რეალობაში – რაოდენ რთულია საქართველოში იყო ლგბტ პირი  და ცხოვრობდე ღირსეული ცხოვრებით?
ჰომოფობია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ისეთი განვითარებული ქვეყნები როგორიც ამერიკა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათაც აწუხებს ჰომოფობიის პრობლემა და საზოგადოება საკმაოდ რადიკალურად არის განწყობილი.
ვერ ვიტყვი, რომ “ქამინგაუთი” პანაცეაა და ამით ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ ჰომოფობიას თუნდაც ლოკალურად. ყველაფრის თავი და თავი ინფორმაციის დეფიციტია, დეფიციტი, რომლის შევსებას ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს, დაწყებული მასმედიით და დამთავრებული ეკლესიით, ადამიანები უარს ამბობენ გაიგონ რა არის სინამდვილე და რა მონაჩმახი. ასეთ ვითარებაში კი საკმაოდ ძლიერდება ჰომოფობების აგრესია, საკმარისია სცადო დალაპარაკება და ახსნა, მაშინვე ირაციონალურ არგუმენტად ჩნდება; რელიგია, ტრადიციები, ფსევდო “ქართული მენტალობა” და სხვა.
ხშირია შემთხვევა როდესაც ლგბტ ორგანიზაციები ან აქტივისტები ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია ამა თუ იმ გავრცელებულ “მითებზე” სექსუალობის და ორინეტაციის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ჰომოსექსუალობის პოპულარიზებაში და პროპაგანდაში გვდებენ ბრალს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჰომოფიბიას ძლიერად კვებავს ეკლესია, რომელსაც თვითონ არ აქვს ოფიცილაურად ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ეს მხოლოდ სექსუალობას არ ეხება, მიშვებულია ყველა მღვდელი თავის ნებაზე და ყველა თავისით ახდენს საღმრთო სიყვარულის ეკლესიური სწავლების ინდოქტრინაციას. მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენი დედა ეკლესიაა ნაგულისხმევი რადაგანაც კათოლიკურმა ეკლესიამ გადააფასა, “ადგილიდან დაიძრა” და თანამედროვეობას ფეხი აუწყო, ვატიკანის მეორე კრება ამის დასტურია, რომის ეკლესიამ საჯაროდ დააფიქსირა თავისი ნეიტრალური პოზიცია; ის არც ჰომოფობიურია და არც “წამახალისებელი”.
(იხ. კათ ეკლ. კატეხიზმო. # 2357-2359)
კარგი იქნებოდა თუ ჩვენი ეკლესიაც გააკეთებდა ასეთ საჯარო განაცხადს და “საჭეთმყრობელი” თავის ნეიტრალურ პოზიციას დააფიქსირებდა.  არავინ სთხოვს ეკელსიას დადებითად წარმოაჩინოს ჰომოსექსუალობა (!) მაგრამ ჰომოფობიის კვებით იგი უბიძგებს ძალადობისკენ, ძალადობა კი არანაირად არ ჯდება ქრისტიანულ სწავლებაში. გარდა ქრისტიანული სწავლებისა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ხდება, პირდაპირ თუ ირიბად ჩვენ ვხვდებით ძალადობის ფაქტებს, ამ ძალადობის დამადასტურებელი არა ერთი ვიდეო კადრია შემონახული, რომელიც ბოლო წლებში ქრისტეს სახელით და ეკლესიას ამოფარებული ხალხის ხელით განხორციელდა.
ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობ ჰომოფობიაზე, ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ჰომოფობია არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, განსხვაებით სექსუალობისა. ყველანი რაღაცით განსხვავებულები ვართ და ამაზე არ ვდავობთ. მაგალითად, როდესაც ვხედავთ რომ ვინმეს აქვს ცისფერი თვალები მე/ჩვენ კი თაფლისფერი ან სხვა რომელიმე ფერის, ამის გამო არ ვიძულებთ ამ ადამიანს, ხომ წარმოუდგენელია ადამიანი გძულდეს მისი განსხვავებული თმების ფერის ან თვალთა ფერის გამო? აღარაფერს ვამბობ კანის ფერზე!
ჩვენს საზოგადოებაში ლგბტ პირების “უჩინრობა” ჰომოფობიის პრობლემას წარმოშობს, საზოგადების ცნობიერაბაზე ხდება ზეწოლა მასმედიის მხრიდან, გამიზნულად ხდება ამ სოციალური ჯგუფის მარგინალიზება, მე არავის მოვუწოდებ “ქამინგ აუთისკენ” – ეს საკმაოდ რთული და ძნელად გადასალახი პრობლემაა, რომელსაც გრძელი მოსამზადებელი პროცესი უნდა უძღვოდეს წინ. ვერ მოვუწოდებ ვერავის ამ ნაბიჯის გადადგმისკენ რადაგანაც არ გვაქვს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. ამასთან ერთად ძლიერია შიში სხვა სოციალურ სიკეთეების დაკარგვისა. (ოჯახიდან გაგდება, საზოგადოებიდან გარიყვა, მარგინალიზება.) ადამიანს მდგრადი განვითარებისთვის ესაჭიროება სოციალური გარემო, ხოლო ჩვენ თუ ამას მოვუსპობთ, გავრიყავთ და შევიძულებთ, მას მოვკლავთ სოციალურად – სოციალური სიკვდილიდან ფიზიკურ სიკვდილამდე არც ისე დიდია მანძილია.
საკუთარი და ბევრი ჩემი მეგობრის მაგალითით დავრწმუნდი, ჰომოფობია ხშირად ქრება, როდესაც ადამიანი იგებს, რომ ჰომოსექსუალობა რაღაც შორეული და უცნობი მოვლენა კი არ არის, არამედ ის, რაც მის სამეგობრო წრეშია, რაც მის ახლო ნაცნობს ეხება; ამ დროს დგება მარტივი რეალობის წინაშე ნებისმიერი გონიერი ადამიანი – უარს არ ამბობს ძვირფასს ადამიანზე და იღებს ისეთს, როგორიც არის, მაგრამ ასეთები ჯერ კიდევ ძალიან იშვითად გხვდება რაც განპირობებულია ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზებით, ქართველობასთან და რელიგიასთან გათანაბრებული ზიზღი (თუ ხარ ქართველი უნდა გძულდეს ჰომოსექსუალი ქალი/კაცი), რაც შემდეგ თვით ჰომოსექსუალებში იწვევს ინტენალიზებულ ჰომოფობიას, რომელიც ჰომოფობიის ყველაზე საშიში გამოვლინებაა (!) რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ინტერნალიზებული ჰომოფობი “ანგრევს” თავის სექსუალობას, თავის შინაგანს და ცდილობს სხვებს თავი მოაწონოს, ისე რომ მათ შეეწყოს გარეგნულად მაინც.
როგორ უნდა დავძილიოთ ზიზღი იმ ადმიანების მიმართ რომელბსაც ვერ ვხედავთ და არ არსებობენ? როდესაც ძმა, და, დედა, მამა ან სხვა ნათესავი დაინახავს , რომ განსხვავებული ორიენტაცია არაფერს არ ნიშნავს და ის იგივე “ნორმალური” ადამიანია მისი მიღება უფრო ადვილი იქნება. დღეს ბევრს ზარავს იმის წარმოდგენა, რომ მისი ახლობელი ან ნათესავი შეიძლება იყოს განსხვავებული ორიენტაციის მატარებელი, არა და ის უფრო შემზარავია ადამიანი როცა იძულებულია დამალოს და ფარული, ორმაგი ცხოვრებით იცხოვროს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თავისივე სქესის ადმიანი მოსწონს.
Advertisements

2 Responses to Coming Out დაძლევს ჰომოფობიას

  1. გამოხმაურება: “Coming Out” დაძლევს ჰომოფობიას (!) | Urbi et Orbi

  2. გამოხმაურება: Coming Out დაძლევს ჰომოფობიას

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: