დევნილების ვიდეოების ნაწილი იუთუბზე დაბლოკეს?


რამდენიმე დღეა, რაც ახლგაზრდების ნაწილი აქტიურ საინფორმაციო და მხარდამჭერ მოქმედებებზე გადავიდა დევნილთა საკითხთან დაკავშირებით. პირადად მეც 2 დღის წინ დავდე პოსტი ამ თემაზე. პოსტს თან დავურთხე ვიდეო, რომელიც ასახავდა დღეს უკვე ხელისუფლების მიერ დევნილი დევნილების გამოსახლებას და იმ ენით აუღწერელ ტანჯვას, რაც მათ 20 წლის წინ გამოიარეს.

როგორც ჩანს საინფორმაციო ტალღამ “საჭირო ყურამდე” მიაღწია. ჩემდა გასაოცრად დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიდეოები, რომლებიც 20 წლის წინანდელი დევნილების გამოსახლებას ასახავს, რამდენიმე საათის დაბლოკილია! მათი ნახვა შეუძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ უკვე ინტერნეტ-ცენზურის მომსწრენიც გავხდით ჩვენს ქვეყანაში. ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორებს წარმოდგენაც არ აქვს ალბათ ინტერნეტის შესაძლებლობებზე. რამდენიმე ნაცნობის წყალობით შევძლებ არა ერთი, არამედ ათეულობით მსგავსი ვიდეო ავტვირთოთ არამხოლოდ იუთუბზე, არამედ სხვა ვიდეო-საიტებზეც და ქართული ინტერნეტ-ცენზურის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ სათანადო ორგანიზაციები.

ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორს უნდა ყოფნიდეს იმის გაგება, რომ ცენზურა ასეთი სახით აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციებს და პასუხგაუცემელი არ დარჩება. ყველას გთხოვთ დააშეაროთ ეს პოსტი, განვიხილოთ საქართველოში ინტერნეტ-ცენზურის პირველი ღია შემთხვევა და მოვემზადოთ სათანადო პასუხისათვის აი აქ

ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=K5crSTjCzHk&w=480&h=390

UPDATE #1: ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ მათთან ვიდეოს ურპობლემოდ ხსნის. არ ვიცი ჩემთან ამ ერორს რატომ აგდებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ეწოდოს ამას ცენზურა, მაგრამ ფაქტია, დევნილების 20 წლის წინანდელი ვიდეოები რამდენიმე საათია ჩემთან აღარ იხსნება და მიწერს: “ვიდეოს ნახვა შეუძლებელია თქვენი ქვეყნიდან”.



Advertisements

შოვინისტისთვის ძილისპირულად წასაკითხი

პატარა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება მსოფლიო. (შოვონისტებისთვის ძილის წინ წასაკითხად)

ეხლა შენ ზიხარ დასავლური ცივილიზაციის მიერ შექმნილ კომპიუტერთან, მოგეწოდება დასავლური ინტერნეტი ამავე ცივილიზაციის მიერ შექმნილი მოდემის საშუალებით და კითხულობ ამ პოსტს, რომელიც დასავლეთში შექმნილ ვორდპრესის ბაზაზეა აწყობილი და დასავლეთში მოგონილ ბლოგზე დევს!

გაიხედე აბა ოთახში… კომპიუტერი, ტელევიზორი, უთო, სარეცხი მანქანა, განათება, გათბობა – ეს ყველაფერი დასავლეთში გამოგონებული ელექტროენერგიით მარაგდება და ზრუნავს შენს ინფორმირებულობასა და კომფორტზე. პოსტის კითხვისას უახლეს თაობის მობილურ ტელეფონს იღებ, რეკავ და თანაკურსელს დასავლეთში მოგონილი უნივერსიტეტის საგამოცდო ცხრილს ახსენებ. თიშავ ყურმილს და იწყებ ლედი გაგას მოსმენას MP3 ფლეიერში.

ცოტა ხანსაც წრიალებ ლოგინში, მოუკიდებ მარლბოროს ბოლო ღერს, მოწევ და იწყებ ჩაცმას. ჯინსების ამოჩაჩვისთანავე შედიხარ უნიტაზიან-რაკოინიან-“დუშკაბინიან” ტუალეტში, იტარებ ჰიგიენურ პროცედურებს, მოათავებ სახლის საქმეებს და მერე ტრანსპორტით, იქნება ეს ავტობუსი, ტაქსი, “მარშუტკა”, მეტრო თუ ავტომობილი, მიდიხარ საქმეზე. დღის განმავლობაში იღებ ათასობით ინფორმაციას რა ხდება მსოფლიოში. Google-ს ერთი კლიკი საკმარისია რომ გაიგო რა წონის ნაშიერი შეეძინა სპილოს ნიუ-იორკის ზოოპარკში, რატომ დაანება თავი ბარაკ ობამამ მოწევას, რა ფერის კოსტიუმი ეცვა აბუ-დაბის პრინცს წვეულებაზე ან რა ჰუმანიტარული აქციები მიმდინარეობს ცენტრალურ აფრიკაში.

ანდაც, შენ და კიდევ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს შეგიძლიათ ზუსტად 5 წამში გქონდეთ ერთიდაიგივე ლიტერატურა ცოდნის მისაღებად, თუნდაც შენ მაღლივის ინტერნეტცენტრიდან შემოდიოდე და ის – კემბრიჯის.

შენც, მეც, და ყველას გვაქვს ინფორმაცია / მოგვიწვდება ხელი (მინიმუმ მაუსი) მთელი მსოფლიოს კულტურულ-პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეზე ზუსტად ერთ წამში. მაგალითად, U2 მართავს კონცერტს აშშ-ს რომელიმე ქალაქში და ამას YouTube-დან  თვალყურს ადევნებს მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ ეთერში. მათ შორის შენც, რომელიც ზიხარ თბილისის რომელიმე უბნის რომელიმე ქუჩის რომელიმე სახლის პატარა ოთახში. თან, კონცერტით აღფრთოვანებული აუცილებლად ასტატუსებ Facebook-ზე, რომ მაგარი იყო და ზუსტად ერთ წამში რამდენიმე ათეულმა ან ასეულმა შენმა მეგობარმა იცის რას აკეთებ, თუნდაც ის მეგობარი შანხაის რომელიმე ცათამბჯენის კაფეში იჯდეს და შენ ვარკეთილში, 5 სართულიან კორპუსში.

მოკლედ, კიდევ გაიხედ-გამოიხედ-დაფიქრდები, აი ამ წამს დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი რამდენი რამ დევს/დგას/არსებობს შენს გარშემო, მერე ამ პოსტსაც Facebook-ზე ასობით შენს მეგობარს გაუზიარებ და მერე ისევ დაიწყებ ყოველ წამს დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარის გამოყენებას.

ოღონდ, კიდევ არ მითხრა, რომ აზიატი ხარ, დასავლურ ცივილიზაციას შენზე გავლენა არ აქვს, უფრო მეტიც, გეზიზღება და გამანადგურებელ მტრად აღიქვამ, რომ საქართველო თავისი უდიდესი კულტურით სამყაროს ცენტრია, რომ პატრიარქმა იცის იმაზე მეტი, ვიდრე დასავლელ მოაზროვნეებს შეუქმნიათ ერთად აღებულს. არ მითხრა, რომ გლობალიზაციას “არ შემოუშვებ”, იმიტომ რომ ის უკვე აქაა და ისე შემოვიდა, ვერც გაიგე, რადგანაც გლობალიზაცია ბუნებრივი, თავისთავადი და შეუქცევადი პროცესია, ჩემო პატარა შოვინისტო.

P.S. მთელს მსოფლიოში ნახევარი მილიარდი ადამიანი ერთი თვის განმავლობაში 30 მილიარდ ინფორმაციას (ლინკები, პოსტები, ფოტოები, ჩანაწერები) უზიარებს ერთმანეთს მხოლოდ Facebook-ის საშუალებით, ხოლო Google-თი კი 2 მილიარდი ადამიანი თვეში 88 მილიარდჯერ ეძებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას. პატარა ქართველი შოვინისტი კი ბლოგალიზაციას ებრძვის.

%d bloggers like this: