ჯერ მიადგნენ… სხვას!

“თავდაპირველად ისინი [ნაცისტები, ავტ.] გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი.
შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი.
მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ  ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი.
ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.”

აი ასე დარჩა მარტო და დაუცველი ჰიტლერის გამანადგურებელი ძალის წინაშე, ფიურერის ყოფილი მხარდამჭერი, პასტორი მარტინ ნიმიოლერი, იმიტომ რომ მან, პირადი კარიერული თუ არაკარიერული ინტერესების გამო თავის დროზე არ გაუწია წინააღმდეგობა უსამართლობას. თავის დროზე არ ჩაერია!

20 წლის წინ აფხაზეთის ომის შედეგად ქვეყნის ერთი მხარიდან 300,000 ადამიანი იძულებით მოწყდა თავის საცხოვრებელს და სხვა მხარეებში გადანაწილდა. მათი ნაწილი ჯერ კიდევ დევნილობის პირველ დღეებში, გზაში, გამორჩენას დახარბებულ  თანამემამულეებს ემსხვერპლა,დიდი ნაწილი აუტანელ ქარსა და სიცივეს, ნაწილი შიმშილს. “სამშვიდობოს” გაღწეულთა ნაწილი სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვადასხვა ადგილებში არაადამიანურ პირობებში შეასახლეს. 20 წლის განმავლობაში ზოგმა ახალ საცხოვრებელ გარემოში ადაპტაცია მოახერხა, იშოვა სამსახური, გაუჩნდათ შემოსავალი, რომელიც მინიმუმ ოჯახის სარჩენად ყოფნიდათ. ზოგმა კი ომში გადატანილ უდიდეს ფსიქიკურ ტრამვებს ვერ გაუძლო და სხვადასხვა გზით დაასრულეს სიცოცხლე. 20 წლის განმავლობაში ათეულობით და ასეულობით ჩვენი ტრამვირებული თანამემემულე ჩვენს გვერდით ტრიალებდა ისე, რომ მათ არსებობას თითქოს არც კი ვიმჩნევდით. მათი გასაჭირი ჩვენს გასაჭირად არ მიგვაჩნდა. მზად ვიყავით რამდენიმე ასეულ კაციან სუფრებზე ყანწები ყანწებზე გვეცალა დიადი სამშობლოს დიადი ერის სადღეგრძელოებით, მაშინ, როცა ამ ქვეყნის ათეულათასობით უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქე ჩვენს გვერდით სადარბაზოში პურის ფულს ან შოულობდა – ან ვერა.

20 წლის შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტიდან უმისმართოდ გაფლანგული მილიონების და მილიარდების (?) ფონზე, ამ ისევდაისევ უსახლკარო ადამიანების “შემწეობა” სახელმწიფოს მხრიდან 28 ლარს შეადგენს სულზე და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ყურის გაბღერტვა არც ერს უნდა და არც ბერს. მეტსაც გეტყვით, 20 წლის შემდეგ ეს ადამიანები ეხლა უკვე თავად ქართულმა სახელმწიფომ აყარა საცხოვრებლიდან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით შეყარა სატვირთო ავტომანქანებში და გაუყენა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უსიცოცხლო სოფლის გზას. თან გაიყოლა რამდენიმე ტელევიზია, რომელმაც ერთ ოთახში გამომწყვდეული მადლობის მთქმელი მოხუცი ალაპარაკა და საზოგადოებაც ბედნიერია, რომ დევნილები დღეს “თავს კარგად გრძნობენ”.

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ანდაზა “სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი” ლამის საწერ მაგიდასთან გამოუკრას მშობელმა შვილს, და კომპიუტერის დესკტოპზე დაიყენონ ადამიანებმა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან უკვე ოთხ თვეზე მეტია უიმედოდ დარჩენილი ადამიანები კარვებში ცხოვრობენ, ნახევრად მშივრები და მთლიანად გაყინულები. ჩვენ ვართ ახალგაზრდობა, რომელმაც 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და ინფორმაციის ეპოქაში მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გავიგეთ ამის შესახებ და ვინც გავიგეთ, ამათგან ასიოდე კაცმა თუ მიიტანა გულთან დევნილების გასაჭირი. ეგ არაფერი, მთავარია, რომ გავიგეთ, განვიცადეთ და მოქმედებაზე გადავდივართ. როგორც იქნა დავფიქრდით იმაზე, რომ თუ ბოროტება შენგან რამდენიმე სანტიმეტრში დგას, მის წასვლას კი არ უნდა დაელოდო, ან მოახლოებას, რომ განგაშის ზარის გვიან შემოკრა, არამედ – უნდა შეცვალო, როგორც კი შეამჩნევ. ერთი და ორი კაცი ამას ვერ შეცვლის და ერთი და ორი არც ვართ. მარტო ფეისბუქზე, დევნილთა სოლიდარობის ჯგუფში უკვე 342 ადამიანია გაწევრიანებული. მათი ნაწილი ყოველ ღამე მიდის და დევნილებთან ერთად კარავში ათევს ღამეს, ნაწილი სურსათ-სანოვაგითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით ეხმარება, ნაწილი საზოგადოების ინფორმირებულობაზე ზრუნავს. პირადად მე უახლოეს შაბათ-კვირას ველოდები, რომ ფოცხოში, მკვდარ სოფელში, სადაც დევნილები გადაასახლეს, ჩავიდე და საკუთარი თვალებით ვნახო უსამართლობა, რომელიც ჩემი, ჩემხელა აზალგაზრდებისა და მთლიანად საზოგადოების სრული აპათიითაა გამოწვეული. აბა რომ არა ეს აპათია, ჩვენ ბევრად უფრო ადრე გავიგებდით, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან რამდენიმე კვირის წინ ადამიანმა თავი ისე დაიწვა, რომ მხოლოდ ამ ფაქტის უშუალო შემსწრეებს შეუტოკა გული. ჩვენ კი კვირების შემდეგ “აღვშფოთდით და სასტიკად დავგმეთ მათი საქციელი”.

ეხლა კი, 20 წლის მერე, ვუყურებ 20 წლის წინანდელ ვიდეოს, როგორ მოდიან სახლკარიდან აყრილი ადამიანები და ვფიქრობ: როგორ გრძნობენ თავს ამდენი ხნის შემდეგ უკვე დღეს საკუთარი ხელისუფლების მიერ გან-დევნილები? როგორ გრძნობს, რაზე ფიქრობს ან რას უყურებს ამ დროს საზოგადოება?

რას და, სილვიო ბერლუსკონი ახალ სექს-სკანდალში გაეხვაო, გამოაცხადეს “კურიერში”. ხოდა, ვისაც ბერლუსკონის სექს-ისტორიებზე მეტად ჩვენი მოქალაქეების ბედი გაინტერესებთ, აუცილებლად თავიდან ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასეთი ვიდეოები ზუსტად იგივე ადამიანების შესახებ 2011 წელსაც იქმნება დიადი სამშობლოს საამაყო ვიდეოისტორიისთვის:

P.S. დევნილთა სოლიდარობის აქციაში ჩართვის მსურველები გაწევრიანდით აი აქ

ხოლო ვინც მზად ხართ შემომიერთდეთ ფოცხოში წასასვლელად, შემეხმიანეთ: george_kikoni@yahoo.com

Advertisements

14 Responses to ჯერ მიადგნენ… სხვას!

  1. Agasfer says:

    მარტინ ნიმიოლერის ეგ სიტყვები ბლოგზე მეც გამოვიყენე რამდნიმე კვირის წინ ))

    • არ შეიძლება ეგ სიტყვები გაგონილი გქონდეს და არ გაგახსენდეს 2011 წლის საქართველოში მცხოვრებ ადამიანს

  2. Agasfer says:

    შემზარა ამ ვიდეომ 😦

    მე გავამზადე ძალიან ბევრი რაღაცები, თბილი ტანსაცმელი, მაგრამ ორშაბათს ლიბერალში ვერ მივედი. ცალკე ვაპირებ წაღებას.

  3. ფოცხოში მცხოვრებებისთვის?

    • Agasfer says:

      თუნდაც.

      • თუ გინდა შევათანხმოთ და ერთად წავიდეთ

      • Agasfer says:

        კარგი იქნება : )

      • ხოდა მოვილაპარაკოთ ფბ-ზე

  4. Zurriuss.GE says:

    კიდევ დავიგრუზე. საქმიანად დავიგრუზე.

    • გვეყო რაც ეს წლები არ ვიგრუზებოდით ამ თემით. ეხლა უნდა დავიგრუზოთ კიდეც და საქმეზეც უნდა გადავიდეთ.

  5. xasidi says:

    magaria,,, sheileba mec shemogiertdeee

  6. pasumonok says:

    დღეს სამსახურში მაგაზე გვქონდა საუბარი რომ არავის არაფერი აწუხებს.
    სხვათაშორის, ეს თბილი ტანსაცმელი და რაღაცეები კი კარგია, მაგრამ ერთჯერადია და არც კი ვიცი, გავაკეტო რამე ეგეთი, თუ არ გავაკეთო, იმიტომ რომ სინდისის დასაწყნარებლად რაღაცეების ერთჯერადად გაკეთება არ მინდა. არადა, რა უნდა გავაკეთო?
    აი მირჩიეთ, რა გავაკეთო?

    • თუ “მრავალჯერადად” მათთვის რამის გაკეთება არ შეგიძლია და თუ დევნილთა პრობლემის გლობალურად მოგვარებას არ აპირებ, მაშინ ჩაატარე ეს ერთჯერადი მინი-აქცია, რა პრობლემაა? 🙂

  7. გამოხმაურება: ჯერ მიადგნენ… სხვას!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: