ვინაა სოლიტერი?

ვინაა სოლიტერი?
სოლიტერს ღორის სწორ ნაწლავში მობინადრე ჭიასაც ეძახიან, ძვირფას ქვასაც და კომპიუტერულ თამაშსაც. სამივეს თუ გავაერთიანებთ, გამოდის, რომ ერთი ძვირფასი ჭია ვარ, რომელიც თამაშობს. არადა, მომწონს ეს სახელი, პროვოკაციულია, ადამიანებს აძლევს საშუალებას სამი განმარტებიდან ერთ-ერთი აირჩიონ. მათი არჩევანის შესაბამისად ადვილად ვხვდები ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ხოდა, მეც შესაბამისად გადავწყობ ხოლმე მათთან თამაშის წესებს.
არ ვთამაშობ მათთან, ვისთვისაც ”სოლიტერი” უბრალოდ სახელია და მეტი არაფერი. ვინც ამას ხვდება, ესეიგი ჩემთან ახლოსაა, რადგან Solitaire უბრალოდ ერთ კარგ სიმღერას ჰქვია და არანაირი სხვა განზრახვა ნიკის შერჩევისას არ მქონია.

უფრო ადვილია იმის ახსნა, ვინაა გიორგი კიკონიშვილი?
”ერთი უბრალო ბიჭი” (როგორც იწყებენ ხოლმე თავის დახასიათებას ადამიანები, ვინც საკუთარ თავს არ იცნობენ), ნამდვილად არ ვარ. საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ 5 მილიარდ ადამიანს შორის არსებობს ”ერთი უბრალო” მაინც. მივიჩნევ, რომ ჩემი (ჯერჯერობით 22 წლიანი) ცხოვრება ერთი დიდი რისკიანი მოგზაურობაა სივრციდან სივრცეში. არ მიყვარს არც ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, არც ერთ გზაზე სწრაფად სირბილი. გზაჯვარედინები, ხიდები, ბარიერები, ”პროწივები”, მოსახვევები. აღმართები და დაღმართები იმიტომ არსებობს, რომ ყველა მათგანი უნდა გაიარო. თანაბრად მიხარია დამარცხებაც და გამარჯვებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, შემართებაც და დაღლაც და საერთოდ ყველაფერი რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. რადგან ხდება – ესეიგი მე გამოვიწვიე. ხოდა, სადაც დამარცხება შემძლებია, იქ არც გამარჯვებას უდგას წინ რამე…
13 წლისა უკვე ჟურნალისტად ვმუშაობდი, მერე ”ოზონში” ვწერდი მუსიკაზე, ფოტოგრაფიაც მიტაცებდა, ფილოლოგობაც მინდოდა, საშინელი ერთი წელიც გავატარე ბანკში, მერე ისევ მუსიკაში დავბრუნდი, მეგობრებმა პირველი ქართული მუსიკალური ინტერნეტჟურნალი ”მუზამე” გავაკეთეთ. მერე ”ტაბულაში” წავედი. იქამდე ჩემმა სხვა მეგობრებმა ჩვენი და კიდევ ათასობით ადამიანის მუსიკალური ოცნებების ამხდენი მანქანა ”ლოკომოტივ პრომოუშენი” შექმნეს და მათ შევუერთდი. მერე ”ტაბულაში” გამა-freelancer-ეს…. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ვუთმობდი მეგობრებს, მათთან ერთად კათხა ლუდის დალევას და ათას თემაზე ბოდიალს.

მიყვარს ყველა და ყველაფერი, საიდანაც პოზიტივი მოდის, რაც ჩემთვის უცხოა და საინტერესო. მიყვარს ქუჩაში მოხეტიალე, უსახლკარო, ალკოჰოლის სუნად აყროლებული მოხუცი, რომელიც გამაჩერებს და თავისი ცხოვრების ტკივილს თუ სიხარულს მომიყვება. ეს მოხუცი მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ტრაკიდან ბუმბულების მოთამაშე ”ინწილექტუალი” მორალისტი, ვისაც ჰგონია, რომ საკუთარ მძღნერს შროშანის სუნი ასდის, ხოლო სხვისი ცისარტყელა – შავთეთრია, და თანაც, წრიული კი არა, დაგრეხილი.
მიყვარს, როცა ადამიანი მთელი სულით და გულით მასმენინებს ბოუის “Heroes”-ს – ალბათ ერთადერთ სიმღერას, რომელიც მოუსმენია, მაგრამ თვითონ უხარია და ამ სიხარულს მეც გულით მიზიარებს.
მიყვარს Get Cape Wear Cape Fly – 20 წლის ბიჭუნა რომელიც თავისთვის აჩხაკუნებს აკუსტიკურ გიტარაზე, მაგრამ ისე უბრალოდ და გულწრფელად მღერის, რომ საერთოდ მავიწყდება რას ნიშნავს სიმღერის მელოდიის ”სტრუქტურა”, ”ჰარმონია”, ”მაღალმხატვრულობა” და სხვა მსგავსი უსარგებლო სისულელეები.
მიყვარს, როცა მთვრალი და ტაქსის ფულის გარეშე დარჩენილი ვბრუნდები სახლში – არ დამრჩა ფული? სამაგიეროდ, მეტი დრო დამრჩა ფიქრისთვის.

ხოდა, მიყვარს, როცა ყველაზე უცხო ადამიანთან ერთადაც კი ჩამოვჯდები ლუდით ხელში და ვიბოდიალებთ ყველაფერზე, რამაც კი შეიძლება ჩვენს ტვინში არსებული მილიარდობით ნერვული ხაზები შეატოკოს. ასე რომ, მოიმარჯვეთ კათხა ხელში, წამიკითხეთ და წამეკითხეთ. ვირტუალურად თუ რეალურად, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. 🙂

რაც მთავარია, აუცილებლად მოუსმინე ამ ძალიან პატარა და საყვარელ სიმღერას
http://kiwi6.com/uploads/hotlink?id=1w4oth3zn0
და თუ მოგეწონა, გადმოიწერე

ესეც მე 🙂

47 Responses to ვინაა სოლიტერი?

  1. Qilipa says:

    ვააა კარგი ხარ!!!

    კეთილი იყოს შენი ფეხი ბლოგოსფეროში…

    წაგიკითხავ აუცილებლად და ვეცდები წაგეკითხვინო შეძლებისდაგვარად… 😉

    • georgekikoni says:

      ფეხი ჩემი, კვალი ფეისბუქისა 😀

  2. teo says:

    gioooo , kai ikooo , martl egeti xar raa, me egets gicnoob , momenatreeee :)))))))))))))))

  3. Snake says:

    “მიყვარს, როცა ადამიანი მთელი სულით და გულით მასმენინებს ბოუის “Heroes”-ს – ალბათ ერთადერთ სიმღერას, რომელიც მოუსმენია…” – ფხ ფხ….ეს ისაა, ჩვენ რომ ვიცით??

    ….და ქუჩაში მოხეტიალე ალკოჰოლის სუნად აყროლებული მოხუცი მართლა გიყვარს??

    • კი, ყოფილა რამდენჯერმე შემთხვევა, ჩემთვის მივდიოდი ქუჩაში, მაჩერებს უსახლკარო-მოხეტიალე, გაგლეჯილი მთვრალი (არც მე ვიყავი ფხიზელი). ჯერ სიგარეტი მთხოვა, მერე ხურდები… მერე დაიწყო ”თავის მართლება”, სულ ესე კი არ ვიყავიო… და მომიყვა თავისი ნახევარი ცხოვრება მგონი 🙂
      ნუ, ჩვეულებრივ, ოჯახურ ამბებს მიყვებოდა, როგორ არავის უყვარდა ბავშვობაში, რა ინტერესები ჰქონდა, რა უნდოდა გამოსულიყო, რამ შეუშალა ხელი და.ა.შ…

      ყველაფერს ისე გულით მიყვებოდა, რომ ერთი წამითაც არ მიგრძვნია დაღლა ან მობეზრება…

  4. nastasia says:

    ლუდი და მუსიკა რო არ არსებობდეს, ნახევარი გიო იქნებოდი :დ
    კი არადა, რა კაია და მიყვარხარ 🙂

    • ნასტასია, ესე ცოტა ვარ? 😀

      • nastasia says:

        😀
        არა, ეგრე ცოტა რო არ ხარ, იმიტო მიყვარხარ :ო

  5. maqciaa says:

    ერთმა მოხუცმა კანფეტი რო გაჩუქა გახსოვს? :)) :* დასაწყისი კარგია, იშვიათად რო “რაღაცნაირი” ღიმილით წამეკითხოს პოსტი.. ჰოდა აბა ვნახოთ!

    ❤ :* Love ya!

    • როგორ არ მახსოვს… მე ხო იცი ვიზიდავ ეგეთებს : ))

  6. Mirabella says:

    იშვიათად , რომ ვინმეს ყოფნიდეს ნერვები სხვისი ცხოვრების და ტკივილის მოსასმენად…ისე უცხო ადამიანებთან უბრალო,გულღია საუბარი მეც მომწონს 🙂

  7. misha says:

    solitaire aris parplebis umagresi simgerac,ukvars am kacs parplebi da ra knas

    • მიშა, ზუსტად ამიტომ დავირქვი ეს სახელი (სულ თავიდან, ფორუმზე) 😀
      უცნაური ის იყო, რომ ვისაც არ ვევასებოდი, ეგრევე მეუბნებოდნენ მართლა სოლიტერი ხარო, სწორად შეურჩიე შენ თავ ს ნიკიო… მმკ-ს საიტზე კი დაწერეს, კაცი რომ სოლიტერს დაირქმევს, სატანისტია აბა რა ა რისო 😀
      და მე ამ დროს უბრალოდ მეცინებოდა ეგეთ სირულ კომენტარებზე. აი შენ კი, კარგად გცოდნია ვისი სიმღერაა 😛

  8. anina says:

    ,,სხვისი ცისარტყელა – შავთეთრია_”| ჰაჰ
    შენგან კარგი მწერალიც გამოვიდოდა. ამ ბლოგს წავიკითხავ. აუცილებლად. დომეინები კი ერთად ავიღოთ ❤

    • დიდი ნაწარმოებების [რათქმაუნდა] არა, მაგრამ პატარა ჩანახატების წერა ჯერ კიდევ ჩემი ლიბიდოს ჩამოყალიბება-აღორძინების პარალელურად დავიწყე მგონი… აი, პატარა ბიჭი რომ ვიყავი რა 😀

      დომეინის აღებას მალე ვაპირებ, უნდა მივხედოთ მაგ საქმეს

  9. dreamar says:

    მე მიწერია ჩემს ბლოგზე რომ ერთი ჩვეულებრივი გოგოს არაჩვეულებრივი ბლოგია. იმაში დაგეთანხმები, რომ საკუთარ თავის კარგი ცოდნით ვერ დავიკვეხნი. მაგრამ მე მიყვარს უბრალოება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვეულებრივის უკან სინამდვილეში არაჩვეულებრივობა იმალება.

    • “მე მიყვარს უბრალოება” – უბრალოება ბუნებრიობაში ხომ არ გერევა? 🙂
      მე არ მიყვარს უბრალოება, მაგრამ მიყვარს ბუნებრიობა

      • dreamar says:

        უბრალოებაც მიყვარს და ბუნებრიობაც 🙂

  10. NoNaMe says:

    respect…

  11. კარგი სიმღერა, ცუდი სკინი 😀

    • ბლოგისთვის სკინი დიდი ხანი ვარჩიე… რავი მე მომწონს 🙂

  12. მგონი პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე, და მინდა ჩემი მცირედი ნააზრევიც გაგიზიარო.
    ძალიან მომეწონა შენი აღწერა, ის რომ შენ თავს არ თვლი უბრალო ბიჭად ძალიან კარგია, რადგან ჩემი აზრითაც ყველას უნდა გააჩნდეს ტავისი მეობა და იყოს უნიკალური. მომეწონა რომ ჟურნალისტიკას მიყვები, რაც ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პროფესიაა, მაგრამ არამგონია ავირჩიო. მაგას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. მოკლედ გეწვევი ხოლმე. ძალიან კარგად, დამაფიქრებლად და რაც მტავარია საინტერესოდ წერ. ბოლოს კი , რადგანაც გიწერია მიყვარს ყველაფერი საიდანაც პოზიტივი მოდისო შემიძლია ჩემი ბლოგი შემოგთავაზო 🙂

    • აჰა, დიდი მადლობა შეფასებისთვის :))

  13. მაგრამ ერთი შენი ნიკი არ მომწონს, სოლიეტი ჩემთვის ჭიასთან ასოცირდება. ამაზრზენ და საშინელ, დაკლანჭულთან. ამიტომაც არ ვაპირებდი შემოსვლას, უბრალოდ რაღაც თემის სატაურმა მიმიზიდა თუ არ ვცდები… : )

    • ნიკთან დაკავშირებით, გადაიკითხე პირველი აბზაცი 😀

  14. ნენე says:

    გიორგი, საიდან მეცნობით, წარმოდგენა არა მაქვს…

  15. sophia says:

    შენ ალბათ ჩემისთანა ხარ , მაგრამ ჩემხელა ვერაფრით…. 😛 🙂

  16. Doody says:

    ვა, ყოჩაღ ბლოგს :>

  17. dakarguli says:

    თავს დიდად არ გამოვიდებ… უბრალოდ ძალიან მომეწონე… აღფრთოვანებული ვარ, პირველ რიგში შენი სიმამაცით და მეორე, იმით რომ ყველაფერს ძალიან ლამაზი და კარგი ფორმით წერ… წარმატებები შენ :* :* ❤ ❤

  18. niksologi says:

    “მოიმარჯვეთ კათხა ხელში, წამიკითხეთ და წამეკითხეთ. ვირტუალურად თუ რეალურად, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.”

    ეგ არი 100%!

  19. Londa says:

    ჰეჰე მე საერთოდ სხვაგან ვყოფილვარ :]] ყოველთვის მეგონა რომ სოლიტერი solitary-ს მნიშვნელობით გერქვა ანუ განმარტოვებული

  20. lobzhanidze says:

    ლონდა, მეც ეგ ვიფიქრე თავიდან სხვათაშორის.
    კარგია, საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე.

  21. makrine says:

    კარგი ბიჭი ხარ.ძალიან მომეწონა

  22. დიდი მადლობა ყველას 🙂

  23. pasumonok says:

    me da shen aucilblad chavujdebit katxa luds.
    bolo erti celia raodenobribad upro meti ucnobi xalxi gavicani, vidre dzveli megobrebi mkavs. da zustad am ucnobis nacnobad gadakcevisas modis axali energia.
    rodis shevxdebit? tbilisi pataraa. sadac shved-polonel-ebarael-kartveltan ertad gavatare martmadidebluri shoba, shenc sadme gadagekrebi.

    • DRCAA-ში ხომ იყავი ქვიარ თეორიის ლექცია-დისკუსიაზე? მანდ ვმუშაობ მე 🙂 მალე იგეგმება მომდევნო ლექცია-დისკუსია და შეგვიძლია იქ “გადავეყაროთ” ერთმანეთს 🙂

      • pasumonok says:

        vikavi. magram, ertia lekcia-diskusia, sxvaa ludi.
        po xodu im lekciebze imdeni xalxi dadis, vin vinaa, azze ar var.

  24. Jazzmena says:

    ჰმმმ… ეს “ჭია” ისეთ თემებს “ეთამაშება”, რომ ეჭვი მაქვს ბოლოს “ძვირფას ქვას” დაგიდგამენ სასაფლაოზე… 🙂 წარმატებები!!! 😉

    • ნწუ, ანდერძად ვიტოვებ კრემაცია ჩამიტარონ და მეტეხის ხიდზე მოაფრქვიონ ჩემი ფერფლი :))

  25. Keti says:

    “მივიჩნევ, რომ ჩემი (ჯერჯერობით 22 წლიანი) ცხოვრება ერთი დიდი რისკიანი მოგზაურობაა სივრციდან სივრცეში.”
    რა კარგია,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც მიაჩნიათ რომ საინტერესო ცხოვრება აქვთ:))მართალია,თავად ადამიანმა უნდა გახადოს თავისი ცხოვრება საინტერესო,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არც ისე ადვილია..მაინც გეძალება ხოლმე ადამიანს ეს ლუარსაბისეული ვნებები:D
    ჰო მართლა, ბლოგი ძალიან მომეწონა:)) და მიუხედავად იმისა რომ დამარცხება და გამარჯვება თანაბრად გიხარია,მაინც სულ წარმატებებს გისურვებ:))

  26. Mari says:

    ყოჩაღ გიო! ასე შემთხვევით უნდა მეპოვნე ინტერნეტში?! დღეიდან შენი ბლოგის მკითხველი ვარ, ბევრ ისეთ რამაზე დამაფიქრე რაზეც დიდი ხანია აღარ მიფიქრია… იმედია 1 თვეში გნახავ, მანამდე კი წარმატებები! 😉

    • ეხლა ვნახე შენი კომენტარი მარი :* ისე გამიხარდა დღეს შენი ნახვა.
      ამ ბლოგზე ძალიან იშვიათად ვწერ. ჟურნალ “ლიბერალის” ოფიციალური ბლოგერი ვარ, იქ ხშირად ვწერ, დრო რომ გექნება ჩაუჯექი ჩემს პოსტებს:
      http://liberali.ge/blogs/giorgi-kikonishvili

      ძალიან მომნატრებიხარ და ძალიან მაკლიხარ აქ!!!

  27. vako says:

    ძალიან მაგარია. კეთილი იყოს ჩემი ბრაუზერი შენს ბლოგში. კარგია, როცა კიდევ ერთ პოზიტიურ ადამიანს აღმოაჩენ.

  28. DAVIT says:

    sainteresoa….

  29. ARGO says:

    ბლოგზე შენი პოსტები ჯერ არ მაქვს წაკითხული,ისე ვიცი მაესტროზე გამოდიაოდიი ძაან კარგი ადამიანი ხარ,ნაწილობრივ მომწონს შენი შეხედება დღევანდელი პოლიტიკის მიმართ 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: