ნანიზირებულნი

40-იანების გარიჟრაჟზე, მინესოტას შტატის პატარა ქალაქ დალუტაში ერთი ცელქი ბიჭი დაიბადა. 60-იან წლებში, უკვე ცელქმა თინეიჯერმა, დასავლურ კულტურულ/მენტალურ რევოლუციას დიდი ბიძგი მისცა. ამ პერიოდის კონტრკულტურამ მოგვცა ის, რასაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს ეძახიან ხოლმე. ანუ, ადგილი, სადაც იციან, რომ მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ტრაკი გაქვს თუ შავი, ქალი ხარ თუ კაცი, ანზორისთან გაქვს სექსი თუ მადლენასთან. ადგილი, სადაც იციან, რომ განურჩევლად “ნიშან-თვისებებისა”, ადამიანი, არის უბრალოდ ადამიანი და ყველა მათგანი თანასწორი უნდა იყოს. ამ ცელქ თინეიჯერს მუსიკა ძალიან უყვარდა. გადაწყვიტა პროტესტი სწორედ სიმღერით გამოეხატა. მღეროდა თავისუფლებაზე, პაციფიზმზე, ომზე… მოკლედ, ბევრ რამეზე, რითაც რასისტული სეგრეგაციითა და ათასგვარი ფობიებით შეპყრობილ მშობლების თაობას სასტიკად უპირისპირდებოდა. აი ასე, დესტრუქციითა და ტრადიციული მორალური ღირებულებების წინააღმდეგ გამოსვლით მან ლამის მთელი მსოფლიო შეცვალა. ამ ბიჭს რობერტ ალენ ზიმერმანი ერქვა. ისე კი, მერე ბობ დილანის სახელით გაგვეცნო.

Read more of this post

Advertisements

დერვიშები: ”ნუ ჩავიკეტებით ჩოხაში, ვიტყნაუროთ ყველამ”

პირველ რიგში მივმართავ მანდილიან-ჩოხიან ქართველებს, რომლებიც პოსტის წაკითხვამდე უკვე გაღიზიანდნენ (ანდაც, ქვეცნობიერად აღეგზნენ) სათაურში ნახსენები სიტყვის გამო: სათაურში გამოყენებულია დერვიშების ერთ-ერთი წევრის ციტირება, შესაბამისად, ვერ დავინახე ვერანაირი საჭიროება, რომ ქართული ”ტყნაური” ინგლისური ”სექსით” ჩამენაცვლებინა.
ეს ისე, თქვენს გასახურებლად… დანარჩენებო, ვისაც პოსტის შინაარსი უფრო გაინტერესებთ, ვიდრე სათაურში გამოტანილი ”ამორალური” ციტირება, დავიწყოთ…
დერვიშების შესახებ უკვე ყველამ იცის, ვისაც ერთხელ მაინც შეუჭყიტია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, უყურებს ტელევიზორს, ან კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს. ამიტომ მათ შესახებ ინფოების მოწოდებით თავს არ შეგაწყენთ. პოსტის ინსპირატორი გახდა ”ალმა-მატერის” სტუდენტების მიერ გაკეთებული სიუჟეტი დერვიშებისა და ირაკლი დეისაძის შესახებ. რატომ გააერთიანეს ეს ორი სუბიექტი ერთ სიუჟეტში, ძნელი გამოსაცნობი არაა. ორივე – ზოგისთვის ”ყველაფერი ქართულის” და ”ქართველობის” დამანგრეველ ძალად აღიქმება (მიმიფურთხებია ერისთვის, რომელიც იმდენად სუსტია, რომ ჰგონია დეისაძის ”საიდუმლო სირობა” დაანგრევს და გაანადგურებს ქვეყანას). ზოგისთვის უბრალო მასტურბატორებად, ”ჭკვიანი” ფსიქოლოგებისთვის არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ზრდასრულებად, ზოგისთვის კონტრ-კულტურად. საქმე იმდენად სასაცილო გახდა, რომ რამდენიმემ დერვიშების მუსიკის მხატვრული ღირებულებების შეფასებაც კი დაიწყო. მე კი მგონია, რომ ”დერვიშები” უბრალოდ კონკრეტული დოგმების (და არა ქვეყნის) დასანგრევად შეკრებილი ახალგაზრდები არიან. კონტრ-კულტურად ნამდვილად ვერ აღვიქვამ, რადგან მათი თვითმიზანი მუსიკალური ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნა, ხელოვნების ამ დარგში მოღვაწეობა თვითმიზანია არაა, და არც აქვთ ეს ამბიცია. (განსხვავებით დეისაძისგან, რომელიც მწერალია).

კადრი დერვიშების კლიპიდან ”სულიკო”


Read more of this post

%d bloggers like this: