დევნილების ვიდეოების ნაწილი იუთუბზე დაბლოკეს?


რამდენიმე დღეა, რაც ახლგაზრდების ნაწილი აქტიურ საინფორმაციო და მხარდამჭერ მოქმედებებზე გადავიდა დევნილთა საკითხთან დაკავშირებით. პირადად მეც 2 დღის წინ დავდე პოსტი ამ თემაზე. პოსტს თან დავურთხე ვიდეო, რომელიც ასახავდა დღეს უკვე ხელისუფლების მიერ დევნილი დევნილების გამოსახლებას და იმ ენით აუღწერელ ტანჯვას, რაც მათ 20 წლის წინ გამოიარეს.

როგორც ჩანს საინფორმაციო ტალღამ “საჭირო ყურამდე” მიაღწია. ჩემდა გასაოცრად დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიდეოები, რომლებიც 20 წლის წინანდელი დევნილების გამოსახლებას ასახავს, რამდენიმე საათის დაბლოკილია! მათი ნახვა შეუძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ უკვე ინტერნეტ-ცენზურის მომსწრენიც გავხდით ჩვენს ქვეყანაში. ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორებს წარმოდგენაც არ აქვს ალბათ ინტერნეტის შესაძლებლობებზე. რამდენიმე ნაცნობის წყალობით შევძლებ არა ერთი, არამედ ათეულობით მსგავსი ვიდეო ავტვირთოთ არამხოლოდ იუთუბზე, არამედ სხვა ვიდეო-საიტებზეც და ქართული ინტერნეტ-ცენზურის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ სათანადო ორგანიზაციები.

ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორს უნდა ყოფნიდეს იმის გაგება, რომ ცენზურა ასეთი სახით აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციებს და პასუხგაუცემელი არ დარჩება. ყველას გთხოვთ დააშეაროთ ეს პოსტი, განვიხილოთ საქართველოში ინტერნეტ-ცენზურის პირველი ღია შემთხვევა და მოვემზადოთ სათანადო პასუხისათვის აი აქ

ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=K5crSTjCzHk&w=480&h=390

UPDATE #1: ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ მათთან ვიდეოს ურპობლემოდ ხსნის. არ ვიცი ჩემთან ამ ერორს რატომ აგდებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ეწოდოს ამას ცენზურა, მაგრამ ფაქტია, დევნილების 20 წლის წინანდელი ვიდეოები რამდენიმე საათია ჩემთან აღარ იხსნება და მიწერს: “ვიდეოს ნახვა შეუძლებელია თქვენი ქვეყნიდან”.



Advertisements

ჯერ მიადგნენ… სხვას!

“თავდაპირველად ისინი [ნაცისტები, ავტ.] გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი.
შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი.
მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ  ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი.
ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.”

აი ასე დარჩა მარტო და დაუცველი ჰიტლერის გამანადგურებელი ძალის წინაშე, ფიურერის ყოფილი მხარდამჭერი, პასტორი მარტინ ნიმიოლერი, იმიტომ რომ მან, პირადი კარიერული თუ არაკარიერული ინტერესების გამო თავის დროზე არ გაუწია წინააღმდეგობა უსამართლობას. თავის დროზე არ ჩაერია!

Read more of this post

%d bloggers like this: