მე, ტაბულა, ტაბულელები და სხვები

გუშინ, ქსენოფობიის (და სხვა) თემებზე კამათისას კიდევ ერთხელ, სრულიად უადგილოდდა წამოიჭრა ჩემი, როგორც ტაბულას ყოფილი თანამშრომლის საკითხი. ცოტა ხნის მერე ერთ ნაცნობს სკაიპში ვესაუბრებოდი და ორივეს გაგვიჩნდა კითხვა: რა შუაშია ქსენოფობიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე ან ნებისმიერ ზოგადსაკაცობრიო თემაზე კამათი იმასთან, რომ მე ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი? ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია კითხვაზე პასუხის გაცემას. ყველა შემთხვევაში, მოკამათემ მაშინ წამომაძახა ყოფილი სამსახური, როდესაც მას უშუალოდ კამათის თემაზე არგუმენტები ამოეწურა. ბოლო ასეთი სამი შემთხვევიდან, პირველმა მოკამათემ რამდენიმე წუთის შემდეგ ბოდიში მომიხადა. ძალიან გამიხარდა, რადგან ადამიანი, რომელიც მიმართაც გარკვეული პატივისცემა მაქვს, მიხვდა, რომ არაადეკვატური კომენტარი იყო მისი მხრიდან. მეორე შემთხვევა მნათეუსის სტატიას შეეხება სიძულვილის ენისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მნათეუსი, მას შემდეგ რაც ლადო სადღობელაშვილმა ქუჩაში სახალხოდ “პიდარასტი” ეძახა, ხმალამოღებული გაიძახდა, რომ სიძულვილის ენა ბოროტებაა და მისი კრიმინალიზება – აუცილებელი. ხოლო როგორც კი საქმე მისი რედაქტორის გამოხატვის თავისუფლებას შეეხო, უცებ აყვირდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თუნდაც დედა აგინოს მეორეს და მაგინებლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ამის საპირისპიროდ, როგორც კი მან ჩემი პოსტი “მომიფურთხებია ქვეყნის მთავარსარდალო” წაიკითხა, წამში ალაპარაკდა სიძულვილის ენის კრიმინალიზების საჭიროებაზე. ხოლო ორიოდე თვის შემდეგ კი, აქვეყნებს სტატიას, სადაც ისევ და ისევ გამოხატვის სრულ ტავისუფლებაზე ღაღადებს. კამათი მიდიოდა იმაზე, რომ: 1) მნათეუსმა სტატიის დაწერისას არ იცოდა სიძულვილის ენის დეფინიცია და ახდენდა მის არასწორ ინტერპრეტირებას. 2) ხუთი თვის განმავლობაში მან ზუსტად ოთხჯერ ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიცია დააფიქსირა ამ თემაზე. ოთხივე შემთხვევაში საკითხს თავის პირად საჭიროებებზე ორგებდა და ორმაგი კი არა, ოთხმაგი სტანდარტებით თამაშობდა. საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ორ პრობლემას, რის გამოც მე სტატიის ავტორს ვეკამათებოდი, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი. როცა ადამიანი სტატიას წერს და სიტყვების დეფინიცია არ იცის, ეს უპასუხისმგებლობაა. ხოლო როდესაც ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ რადიკალურად ცვლის პოზიციას თავისი ინტერესების შესაბამისად – ეს უნამუსობაა. რა შუაშია აქ ან მე ან ტაბულა?

Read more of this post

Advertisements

შეკითხვა ”მოჭიკჭიკეებს” (თუ ”მოტვიტელებს”)

შეტყობინება #1: ”ვაღებ კარს”
შეტყობინება #2: ”გავაღე კარი”
შეტყობინება #3: ”შევდივარ ტუალეტში”
შეტყობინება #4: ”შევედი ტუალეტში”
შეტყობინება #5: ”მივდივარ უნიტაზისკენ”
შეტყობინება #6: ”უნიტაზთან ვარ”
შეტყობინება #7: ”ხელს ვკიდებ ელვას”
შეტყობინება #8: ”შევიხსენი ელვა”
შეტყობინება #9: ”ვიღებ ინსტრუმენტს”
შეტყობინება #10: ”ამოვიღე ინსტრუმენტი”
შეტყობინება #11: ”ვიწყებ მოფსმას”
შეტყობინება #12: ”ვფსამ”
შეტყობინება #13: ”მოვფსი”
შეტყობინება #14: ”ჩავიდე ინსტრუმენტი უკან”
შეტყობინება #15(სტატუსი-რეზიუმე ფბ-ზე): ”აუ ორი წუთის წინ რა მაგრად მოვფსი ხალხოოოო”

ასე ”ჭიკჭიკებს” ჩემი FB-ელი მეგობრების დიდი ნაწილი. ესაა ტვიტერის ფუნქცია ვითომ?

ჯოჯოხეთის მეუფე – ცეცხლისმომტანი

აბა, ვის გახსოვთ, უკვე მერამდენე ათასწლეულია რაც ადამიანი ბუნებას ”მოაჯდა” და მისი მართვა სურს? ისიც ხომ გინახავთ, პატარა ფინია დიდ ნაგაზს რომ ”ებლატავება: წიკვინებს, წიკვინებს, წიკვინებს იქამდე, სანამ ეს ნაგაზი ერთხელაც ”ხააააააააააამ”-ო არ დაიძახებს და გლანდებში არ გადაისვრის პატარა მოუსვენარ ფინიას…
მოკლედ, ასე ვიწიკვინეთ ჩვენც, ადამიანებმა და დადგა დრო, ბუნებამ დაგვანახოს ვინაა სამყაროს მბრძანებელი. გლობალური დათბობა უკვე ნაცნობი თემაა, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს ფენომენი ფურცლებზე დაწერილ, ცუდი მომავლის წინასწარმეტყველებად რჩებოდა აქამდე. 2010 წლის ივლისიდან კი დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას განსაკუთრებით აეწვა ტაკოები. The Washington Post-მა კი დღეს დილით გვაუწყა, რომ 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, ფარენჰეიტებსა თუ ცელსიუსებში, მოხსნილია სიცხის ყველა რეკორდი, რაც კი აქამდე ადამიანისთვის ცნობილი იყო.
ბოლო დღეებში ჩემი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა სიცხის გამო შენელებულ კადრად ვიქეცი, მაზერბორდმა ლაპარაკი დაიწყო და მეხვეწებოდა მესამე ქულერი დამიყენეო, გადავწყვიტე გადარჩენისთვის დამეწყო ბრძოლა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გამოსავალს მივაგენი: მე სულს მივყიდი არტურ ბრაუნს, კაცს, რომელმაც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ გვიმღერა (თავზეცეცხლმოკიდებულმა), ”მე ვარ ჯოჯოხეთის მეუფე, და მოგიტანთ თქვენ ცეცხლს”…
ჩემი გამდნარი სხეული შენია არტურ, დამკარი შენი ცეცხლოვანი მახვილი.
————————–
პ.ს. ცეცხლის წვიმის გადარჩენის მსურველებმა აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ვიდეო: (არტურ ბრაუნი – Fire).
პ.პ.ს. ვიდეო-ფლეიერი პირდაპირ მიბმულია (embedded) არტურის გონების სენსორულ პლატფორმასთან. ღილაკ PLAY-ზე ყოველი კლიკის შემდეგ თქვენ ავტომატურად მიჰყიდით მას სულს და მასთან ერთად იქცევით ცეცხლოვან მაშხალებად.

პოსტფეხბურთული პოსტი

აღსრულდა!
გასრულდა!
დასრულდა!
და გადასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი. ესპანეთმა დაამარცხა ჰოლანდია და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ვულოცავ მუჩაჩოების გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. მე არც მწყენია, და არც სიხარულისგან მიხტუნავია ტელევიზორის წინ წამოკოტრიალებულს. საერთოდაც, მეკიდა. არ მეკიდა მაშინ, როცა ოლივერ კანი და მიუნხენის ბაიერნი გუგუნებდა. ერთმა გოგომ ისიც მითხრა, ფეხბურთს რატომ არ უყურებ, კაცი არ ხარო? რა ვქნა, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ”კაცთან” ფეხბურთის ყურება-არ-ყურებით არ ვახდენ; ისევე როგორც, ჩემი ქართველობის იდენტიფიცირებას – ხინკლის სიყვარულით.

ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან კარგიც მახსოვს, აბა, მთლად ეგეთი წყალწაღებული კი არ ვარ 🙂 ეს კარგი იყო – ვუვუზელა. ყველაზე ცეტური და არასერიოზული საკრავი რაც კი მომისმენია. ხოდა, ჩემო ფეხბურთისგან გახურებულო მეგობრებო, ეს ”ვუვუზელას სიმღერაც” თქვენ (ტექსტსაც თუ გადაიკითხავთ ურიგო არ იქნება) 🙂

პ.ს. გოგო რომ ფეხბურთს უყურებს, ის გოგო კი არა, კაცია, მაშ! 😀

ილია ”ლიბერასტი” იყო!


რამდენიმე კვირის წინ გაცხარებული კამათი მქონდა ერთ ფაშისტ ”პატრიოტთან”, რომელიც თავს ”ილიელად”, ”ზვიადისტად”, ”ქაქუცელად” და.ა.შ მიიჩნევდა. მოკლედ, მიმტკიცებდა, რომ თვითონ ნამდვილად უყვარდა თავისი ქვეყანა, ხოლო მე, და ყველა სხვა ”ლიბერალ მამათმავლებს” გვსურდა სოროსის გრანტების წყალობით, დაგვენგრია საქართველო და ”ყველაფერი ქართული”. ამას კი თურმე ლიბერალობას ამოფარებულები ვაკეთებდით. ჩემი პასუხი იყო ის, რომ ყველაზე დიდი ”ლიბერასტი” ქართველებს სწორედ ჩვენი საყვარელი ილია გვყავდა, რომელიც რეალურად წაკითხულიც არ ჰქონდა. აბა, ილიას აზრები რომ სცოდნოდა, წესით მის იდეოლოგიურ მტრად იქცეოდა. რათქმაუნდა, დამცინა. არგუმენტად კი მომიყვანა სამად სამი სიტყვა, რომელიც ჭავჭავძის შემოქმედებიდან იცოდა. ”ენა, მამული, სარწმუნოება”.

რამდენიმე კვირის შემდეგ კი რეკუსომ, იგივე ლექსო მაჭავარიანმა კლავიატურაზე რამდენიმე ასეული კლიკის შემდეგ, გვარიანად დასცინა იმ ფაშისტ ზვიადისტსაც და ყველა ქართველს, ვისთვისაც ილია წმინდანია, ხოლო ლიბერალები – ქვეყნის დამაქცეველი მტრები არიან.

აბა ვნახოთ, რას ამბობდა ილია. (ციტირება ლექსო მაჭავარიანის სტატიიდან, ჟურნალი ”ტაბულა”, #17)
”ახლა კი ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ორი ილია და ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე – ლიბერასტზე (“ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი”), ათეისტების და სექტანტების მფარველზე (“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”), ტრადიციებთან მებრძოლზე (“რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”), მკრეხელზე (“ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა”), ქართველი ერის მოძულეზე (“ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) და დედა-ეკლესიის მტერზე (“ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან”). ამას დავუმატოთ სიმპატიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თუ არა, მინიმუმ მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება.”

ესეც თქვენი ”ლიბერასტი” ილია ჭავჭავაძე, კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ყველას აქვს რწმენის თავისუფლება, რომ დრომოჭმული ტრადიციები უნდა დავანგრიოთ, რადგან ის ერის განვითარებას უშლის ხელს, რომ მას სძულდა ის ქართველობა და საქართველო, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, კაცი, რომელიც აკრიტიკებდა ეკლესიას და სასულიერი პირებს.

ხოდა, ადგეს ეხლა ”მამათმავალი ლიბერალები”-ს ვიდეოს ავტორი და იმ უნიჭო კოლაჟში, ერთი ილიას ფოტოც ჩააგდოს. ეგეც ხომ პიდარასტი იყო?

მოგზაურობა ”იქ”


”იქ ადვილად მიხვდებით, რა უფრო საინტერესო და დაძაბულია, ობამასა და მედვედების შეხვედრა, თუ ნაცარაშვილისა და შეთეს (წარსულის ცნობილი მოკაიფეების) სიტყვიერი პაექრობა? რომელი უფრო ნაღდია, გასტრონომში, ათასი საკმაზით ჩაბასტუმრებული ბრაზილიური სამწვადე თუ თხილის შამფურზე აცმული ცვრიანი მწვადი? უბრალო და მართალი სიტყვა ჯობია, თუ მიკიბ-მოკიბული? ერთხელ ნათქვამი ლექსი ჯობია თუ ტელესერიალი?” – მალხაზ ხარბედია ფშავის შესახებ, ”ცხელი შოკოლადი” ნოემბერი, 2009.

მეგობრებო: ჟურნალისტებო, მწერლებო, მუსიკოსებო, სოციოლოგებო, ფოტოგრაფებო, ბლოგერებო თჲ უბრალოდ, მოგზაურობის მოყვარულებო!
ზაფხული დადგა და თბილისიც თანდათან იბუგება სიცხისგან, თან მალე, დაცარიელდება კიდეც. ჩვენს კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო და უფრო ნაკლები ხდება საინტერესო (როგორც ზაფხულს ჩვევია) და ჩვენც დროებით ვრჩებით მანქანებისა თუ ადამიანთა გონების უვარგისი გამონაბოლქვებით ჰაერდახშულ ქალაქში. ვსხედვართ კომპთან, ვეცნობით ათას სისულელეს თუ სასარგებლო ინფორმაციას. მერე ავდგებით, რამდენიმე მეგობარს შევეხმიანებით და ყოველ საღამოს ლუდით ვიგრილებთ ამ ”გამონაბოლქვით” გახურებულ გულსა და გონებას…

ამ დროს კი, თბილისიდან 2 საათის სავალზე შეგვიძლია სრულიად სხვა, უფრო ბედნიერ, სუფთა, ლამაზ, საინტერესო და ლაღ სამყაროში ავღმოჩნდეთ. Read more of this post

როგორც ამბობენ, პირველი პოსტიო…

მარჯანიშვილის ხიდიდან სანაპიროსკენ რომ ჩაუყვები, მარჯვენა მხარეს ტროტუარი შუაზე იყოფა. ამ ტროტუარის ერთი ნაწილი შარდის სუნით აყროლებული გმირთა მოედნისკენ მიემართება, მეორე კი პირდაპირ შარდის და განავლის სუნით აყროლებულ მტკვარში ჩადის. ტროტუარის ორადგაყოფის ხაზამდე დიდი სინათლის გადამცემი ბოძი დგას. იმას ვამბობდი, რომ ჩემი ბლოგის კითხვა რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც ტროტუარის ერთ მხარეს მიუყვება, ან ვინც – მტკვარში ჩადის… და არც მათთვის, ვისაც ჰგონია რომ სინათლის გადამცემი ბოძია.
აი, ვისაც შეგიძლიათ უბრალოდ ბოძის გვერდით, მტკვრის მოაჯირზე ჩამოსხდეთ, წეროთ, იკითხოთ, იფიქროთ, ითამაშოთ, იმღეროთ, გაერთოთ და ტროტუარზე მოსიარულეები თუ ვითომდა ”სინათლის” გადამემები მოიზიდოთ, მაშინ, ესეც თქვენ, ჩემი პირველი პოსტი 🙂

%d bloggers like this: