Coming Out დაძლევს ჰომოფობიას

 შესავალი ჩემგან: ხვალ, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. (IDAHO). ამ დღეს საქართველოც უერთდება. ხვალვე, 17 მაისს “ფრონტლაინ ჯორჯია” მართავს ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას სახელწოდებით “მედ ყოფნის ფასი ჰომოფობიურ გარემოში”. ამ დისკუსიაზე მცირე მოხსენებით მეც უნდა წარვმსდგარიყავი, თუმცა გუშინ საღამოს გეგმები შეიცვალა და საქართველოს დატოვება მიწევს. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრონტლაინში ქამინგ აუთის თემაზე ვერ ვისაუბრებ ხვალ, თუმცა მიხარია, რომ ეს საქმე დავით მიხეილ შუბლაძემ აიღო თავის თავზე. ამიტომაც, სიამოვნებით გთავაზობთ დათოს გესთ-პოსტს ჰომოფობიის თემაზე.

Read more of this post

Advertisements

მიწისქვეშა სიყვარული და მიწისზედა სიძულვილი

პოსტის შესავლისთვის შაბლონი უნდა გამოვიყენო: “გუშინ ბიოლის ფონდში დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით “სიძულვილის ენა: სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის?” გადავწყვიტე ამ თემაზე კიდევ ერთხელ დამეწერა” – შაბლონის დასასრული.

სინამდვილეში სიძულვილის ენის შესახებ გამართული დისკუსია ზვიადისტებისა და მწერალთა კავშირების ინტელიგენტი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც იმაზე დარდობენ ჰომოსექსუალობის “პრომოუშენს” ის არ მოყვეს, რომ გეები უმრავლესობაში გადავიდნენ და ვაიდა მეც არ გავხდე ამ “პრომოუშენის მსხვერპლი”-ო, პოსტის დაწერისკენ არც მიბიძგებდა, რომ არა ის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ასე ხშირად იმეორებდნენ სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეები. ჩვენში დარჩეს და ვეთანხმები თუ არა, მაინც სიგიჟემდე მიხარია, რომ ადამიანები არგუმენტებთ ვკამათობთ და გავცდით საქმეარმაქვსდარავაკეთო-თი განპირობებულ მკითხაობას თემებზე: შუქი მაისში მოვა თუ ივნისამდე დაეზარებათ მე-9 ბლოკის გაკეთება? “პიკნიკის” პეჩენია, წუხელ ბალიშის ქვეშ რომ შევინახე თაგვმა შემიჭამა თუ ძმამ? და საერთოდ, სინამდვილეში ვისი შვილია იგნასიო? – ეგეც ჩვენი პროგრესი, ვინ თქვა არ ვპროგრესირდებითო? ენა გაუხმეს! ჩვენ აგერ უკვე სიძულვილის ენაზე დისკუსიები აქტიურ ფაზაშიც კი შეგვყავს, მაშ!

Read more of this post

დევნილების ვიდეოების ნაწილი იუთუბზე დაბლოკეს?


რამდენიმე დღეა, რაც ახლგაზრდების ნაწილი აქტიურ საინფორმაციო და მხარდამჭერ მოქმედებებზე გადავიდა დევნილთა საკითხთან დაკავშირებით. პირადად მეც 2 დღის წინ დავდე პოსტი ამ თემაზე. პოსტს თან დავურთხე ვიდეო, რომელიც ასახავდა დღეს უკვე ხელისუფლების მიერ დევნილი დევნილების გამოსახლებას და იმ ენით აუღწერელ ტანჯვას, რაც მათ 20 წლის წინ გამოიარეს.

როგორც ჩანს საინფორმაციო ტალღამ “საჭირო ყურამდე” მიაღწია. ჩემდა გასაოცრად დღეს აღმოვაჩინე, რომ ვიდეოები, რომლებიც 20 წლის წინანდელი დევნილების გამოსახლებას ასახავს, რამდენიმე საათის დაბლოკილია! მათი ნახვა შეუძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ უკვე ინტერნეტ-ცენზურის მომსწრენიც გავხდით ჩვენს ქვეყანაში. ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორებს წარმოდგენაც არ აქვს ალბათ ინტერნეტის შესაძლებლობებზე. რამდენიმე ნაცნობის წყალობით შევძლებ არა ერთი, არამედ ათეულობით მსგავსი ვიდეო ავტვირთოთ არამხოლოდ იუთუბზე, არამედ სხვა ვიდეო-საიტებზეც და ქართული ინტერნეტ-ცენზურის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ სათანადო ორგანიზაციები.

ვიდეოს დაბლოკვის იდეის ავტორს უნდა ყოფნიდეს იმის გაგება, რომ ცენზურა ასეთი სახით აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციებს და პასუხგაუცემელი არ დარჩება. ყველას გთხოვთ დააშეაროთ ეს პოსტი, განვიხილოთ საქართველოში ინტერნეტ-ცენზურის პირველი ღია შემთხვევა და მოვემზადოთ სათანადო პასუხისათვის აი აქ

ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=K5crSTjCzHk&w=480&h=390

UPDATE #1: ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ მათთან ვიდეოს ურპობლემოდ ხსნის. არ ვიცი ჩემთან ამ ერორს რატომ აგდებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ეწოდოს ამას ცენზურა, მაგრამ ფაქტია, დევნილების 20 წლის წინანდელი ვიდეოები რამდენიმე საათია ჩემთან აღარ იხსნება და მიწერს: “ვიდეოს ნახვა შეუძლებელია თქვენი ქვეყნიდან”.



First, they came for… someone!

“First they came for the communists,
and I didn’t speak out because I wasn’t a communist.
Then they came for the trade unionists,
and I didn’t speak out because I wasn’t a trade unionist.
Then they came for the Jews
and I didn’t speak out because I wasn’t a Jew.
Then they came for me
and there was no one left to speak out for me.”

This is the story of how a pastor Martin Niemoller,  Hitler’s ex-supporter was left alone in front of the destructive power of the Fuhrer, just because he has not opposed injustice earlier, at the right time, due to the personal careerist or non-careerist interests. He didn’t meddle in!

Read more of this post

ჯერ მიადგნენ… სხვას!

“თავდაპირველად ისინი [ნაცისტები, ავტ.] გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი.
შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი.
მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ  ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი.
ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.”

აი ასე დარჩა მარტო და დაუცველი ჰიტლერის გამანადგურებელი ძალის წინაშე, ფიურერის ყოფილი მხარდამჭერი, პასტორი მარტინ ნიმიოლერი, იმიტომ რომ მან, პირადი კარიერული თუ არაკარიერული ინტერესების გამო თავის დროზე არ გაუწია წინააღმდეგობა უსამართლობას. თავის დროზე არ ჩაერია!

Read more of this post

სიძულვილი, როგორც საწვავი შუქურასთვის

“სიძულვილის ენა VS გამოხატვის თავისუფლება”. ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. სტატიის მეორე ნაწილში უფრო დეტალურად განვიხილავ, თუ რატომაა საკითხის ფორმულირება VS-სახით არასწორი. იქამდე კი, მოკლედ შეგახსენებთ რა მოხდა: ლევან სუთიძემ, იგივე მნათეუსმა, დაწერა სტატია ჟურნალ “ტაბულაში”, სადაც გარკვეული და გაურკვეველი არგუმენტებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას (და შესაბამისად საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი, როგორც თურმე დემოკრატიის შუქურის დემოკრატიულ ქვეყნად ქცევისათვის).

სანამ კონტრარგუმენტებზე გადავიდოდე, შევთანხმდეთ ერთ რამეზე: არასერიოზულია, როცა სტატიას წერს საკითხში დილეტანტის დონეზეც კი გაუთვითცნობიერებელი ადამიანი და რედაქტორი ამას სიხარულით უზიარებს თავის მკითხველს. არამხოლოდ არასერიოზული, არამედ არაეთიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე მსჯელობას ცდილობს ადამიანი, რომელმაც მინიმუმ არ იცის ამ ტერმინის დეფინიცია. მნათეუსის აზრით, სიძულვილის ენაა ნებისმიერი სახის ვერბალური აგრესიაა. თუკი სტატიის წერისას ინტერნეტმა “გაუჭედა”, სჯობდა მოეცადა და ტერმინი Hate Speech დაეგუგლა, ან მეგობრებში მაინც ეკითხა რა არის სიძულვილის ენა. იქნებ ერთი-ორ კეთილმოსურნე მეგობარს ეთქვა, რომ სიძულვილის ენა, უბრალოდ აგრესიის გამომხატავი სიტყვათშეთანხმება კი არა, არამედ ცალკე მდგომი ტერმინია, რომელიც იდენტობის საფუძველზე ადამიანის ან ჯგუფის ვერბალურ დისკრიმინაციას გულისხმობს. მაგალითისათვის, თუ მე ვინმეს ვეუბნები, რომ “სირია”, ეს სიძულვილის ენა კი არა, შეურაცხყოფაა. მაგრამ თუ ვეუბნები, რომ “სირი ზანგია”, ეს უკვე არის მისი ვერბალური დისკრიმინაცია რასობრივი კუთვნილების გამო – ანუ, სიძულვილის ენა. ასე რომ,

  • რჩევა #1: წერეთ მხოლოდ იმ საკითხზე, რაშიც არათუ ზოგადი წარმოდგენა გაქვთ, არამედ, ბევრიც გაგეგებათ/წაგიკითხავთ/მოგისმენიათ.
  • რჩევა #2: უხერხულია, როცა სტატიის ინსპირატორი ხდება არა რაიმე საკითხისადმი გულწრფელი ინტერესი, არამედ პირადი კარიერული ინტერესი. მნათეუსმა გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით სტატიის დაწერა გადაწყვიტა ჩემი და თამარა ჩერგოლეიშვილის “დაპირისპირების” შემდეგ. გაცხარებული კამათისას თამარამ, როგორც ჩვევია, ასეთი შეკითხვა დამისვა: “დილაობით 80 წლის მეზობლის ბებიას კიდევ ართობ ორალური სექსით?” – ეს შეკითხვა პირადად მე უზრდელობად და შეურაცხყოფად მივიღე, ხოლო მნათეუსმა, ალბათ რედაქტორისთვის თავის მოწონებისთვის მიცემულ შანსად, შემდეგ მან განაცხადა, რომ მე ვლახავდი თამარას გამოხატვის თავისუფლებას და საერთოდაც, თურმე ყველა ადამიანს აქვს უფლება ერთმანეთს თუნდაც დედა აგინოს, ხოლო გინების ადრესატი კი თუ ამაზე პროტესტს გამოთქვამს, დაარღვევს მაგინებლის გამოხატვის უფლებას. სწორედ ამ პოზიციის დაფიქსირებიდან ორ წუთში მან თქვა, რომ “ამ ამბების” მერე გადაწყვიტა დაეწერა სტატია სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებაზე – ანუ, სტატიის ინსპირატორი მისი და რედაქტორისადმი პირადი ინტერესი გახდა.
  • რჩევა #3: ორმაგი, სამმაგი და ასმაგი სტანდარტები ადვილად იშიფრება და ისევ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს სტატიის ავტორს. აი რატომ: გამოხატვის სრულ თავისუფლებაზე მოღაღადე მნათეუსმა პანიკა აწია, როდესაც გამოვაქყევნე პოსტი “მომიფურთხებია, ქვეყნის მთავარსარდალო!” და მაშინვე თქვა, რომ ეს სიძულვილის ენაა და ასე არ შეიძლება. (რათქმაუნდა სიძულვილის ენის დეფინიცია არც მაშინ ჰქონდა წაკითხული)
  • რჩევა #4: ადამიანის უფლებების შესახებ სტატიის თანაავტორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ჰომოფობიური გამოხდომები ახასიათებს. მაგალითისათვის, ადამიანის უფლებებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს ზვიად ძიძიგურს, რადგან ის არ წარმოადგენს ერთგვარად ნეიტრალურ მხარეს და მკვეთრად ჰომოფობია. ისევე როგორც სტატიის თანაავტორი ნინო მაჭარაშვილი, რომელიც ფეისბუქზე ასეთ ფრაზებს ამბობს: “შეგვცეს ჰომოსექსუალებმა თავისი უფლებებით”, ხოლო მერე კი, აქაოდა ფაშისტობა არ დამაბრალონო, მოაყოლებს, რომ ჰომოსექსუალების უფლებები მისთვის მნიშვნელოვანია.
  • რჩევა #5: საკუთარი სისწორის დასამტკიცებლად აზრების თვითნებური და განზრახ ინტერპრეტირება საჭიროებებზე მოსარგებად – უნამუსობაა. ვსაუბრობ სტატიის სათაურზე “სიყვარულის ტირანია”. სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია არ ნიშნავს კანონის მიერ ადამიანის მორალურ ღირებულებებში ხელის ფათურს. სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ქსენოფობს კანონი “დაავალდებულებს” უცებ ადგეს და “შეუყვარდეს” მისგან განსხვავებული ეროვნული, ეთნიკური თუ სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანები. ეს მხოლოდდამხოლოდ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება საჯარო სივრცეში ადამიანების დისკრიმინაცია იმ კუთვნილობების გამო, რომელიც მათ არ აურჩევიათ. ეს რათქმაუნდა სტატიის ავტორმა კარგად იცის, მაგრამ ცდილობს არაადეკვატური სათაურის საშუალებით სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ტირანიად წარმოაჩინოს. ანუ, ბოროტებად დაგვისახოს თავად ბოროტების წინააღმდეგ მისაღები კანონი. ეს კი რაღათქმაუნდა, იაფფასიანი დემაგოგიაა.
  • რჩევა #6: დემაგოგ ჟურნალისტზე უფრო საშიში დემაგოგი რედაქტორია. (ისევე როგორ მალხაზ გულაშვილი უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე Georgian Times-ის სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი) “საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ლგბტ აქტივისტები და საპატრიარქო ებრძვიან” – ეს ფრაზა სიხარულით გაიზიარა ჟურნალის რედაქტორმა, თამარა ჩერგოლეიშვილმა, იმ ადამიანის მეუღლემ, რომელიც 2007 წელს უკანასკნელი არგუმენტებით ცდილობდა გაემართლებინა პირდაპირ ეთერში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დარბევა სპეცრაზმის მეშვეობით.

მოკლედ რომ ვთქვათ, სუთიძის სტატია წარმოადგენს საკითხის არმცოდნე დემაგოგი ჰომოფობებისა და კარიერული წინსვლით დაინტერესებული ადამიანების ნახელავს, მორგებულს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და მას ადამიანის ძირეულ უფლებებზე საუბრის არავითარი ამბიცია არ შეიძლება ჰქონდეს. აქვე შევთანხმდეთ – განვიხილავთ მორალურად და ეთიკურად გამოუსადეგარ ნაწერს. გადავიდეთ მთავარ საკითხზე: Read more of this post

მომიფურთხებია, ქვეყნის მთავარსარდალო!

90-იან წლებში საქართველოში ათიათასობით ადამიანი იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მათი ნაწილი დაიღუპა, ნაწილს კი ომში მიღებულმა ფიზიკურმა და ფსიქიკურმა ტრავმებმა ცხოვრება დაუმახინჯა. პირადად ჩემს ოჯახს კი ეს ამბები აი ასე შეეხო: მამაჩემი და ბიძაჩემი დაიღუპნენ.

2008 წელსაც იგივე მოხდა. ამ შემთხვევაში მე გამოვიდე თავი “სამშობლოსთვის”, ჩავედი კომისარიატში და მოხალისეებს სიაში ჩავეწერე (ან რა მეხალისებოდა).

ორივე შემთხვევაში ხელისუფლება რომაელი მხედართმთავრებისათვის შესაშური რიტორიკითა და პათოსით მოუწოდებდა მეომრებს “ქვეყნისთვის თავის დადებას” და აყვედრიდა, რომ ამას “სამშობლო და უფალი არ დაუვიწყებდა”.

ორივე შემთხვევაში, ომის დასრულებისთანავე ცხადი გახდა, რომ “სამშობლომაც და უფალმაც” მალევე მიივიწყა ეს ადამიანები. უფრო სწორედ, არც არასდროს ხსომებიათ. თავის შეხსენება ომის ვეტერანებს კი მძიმედ დაუჯდათ. მათი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ისევე წარმატებით დაშალეს “ზე” ძალებმა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ცუდია, როცა 18 წელია ცდილობ ადამიანი ომისგან მიყენებული ტრავმების დავიწყებას, მაგრამ არავინ გაცდის, წიხლის დაჭერის ძალა ხმის ამაღლების პარალელურად იზრდება, იზრდება, იზრდება და გრჩება ერთადერთი საშუალება პროტესტის გამოსახატავად: რაც შეიძლება ღრმად ამოიღო ნახველი და მიაფურთხო ვისაც ეკუთვნის.

Read more of this post

%d bloggers like this: