დამზადებულია იაპონიაში

Deep Purple - Made In Japan

პოსტი არ ეხება იაპონიის კატასტროფას!

საქმე ისაა, რომ ბრიტანული როკ-ჯგუფის, Deep Purle-ს ლეგენდარული ლაივ ალბომი Made In Japan 2010 წელს როგორც იქნა DVD-ზე გამოიცემა. ალბომი 1972 წლის ტურნეს დროს ჩაიწერა და დღემდე ითვლება, რომ ერთ-ერთი უდიდესი ლაივ-ალბომია როკ მუსიკის ისტორიაში.

სად იყვნენ აქამდე? თითქმის 40წლის მანძილზე ამ ჩანაწერის ვიდეო-ვერსია ყველაზე მოთხოვნადი იყო როკის მსმენელებში. პრობლემა ის იყო, რომ ვიდეო უბრალოდ… არ არსებობდა. 😀 2009 წელს კეთილ იაპონელებს სრულიად შემთხვევით ამოექექათ 72 წლის ტელე-ჩანაწერები, სადაც ნახეს 30 წამიანი კლიპი იმ ლეგენდარული კონცერტებიდან.  როგორც ჩანს, საქმე გაუგრძელებიათ და ამ ქექვა-ქექვაში არც მეტი არც ნაკლები სამივე კონცერტის სრული ვიდეო-ჩანაწერები იპოვეს და ასე მოუმზადეს გრანდიოზული სიურპრიზი 40 წლის მანძილზე ამ ვიდეოების მომლოდინე ადამიანებს 🙂

ალბომის ისტორია:

1972 წელს დიფ ფარფლმა გამოუშვა ჰიტ-ალბომი Machine Head, რომელზე მოგვიანებით კრიტიკოსებმა თქვეს, რომ Black Sabbath-ის Paranoid-ისა და Led Zeppelin-ის IV-თან ერთად, ეს იყო ჩანაწერი, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი დასვა, თუ რა უნდა ყოფილიყო მძიმე როკი. ალბომს ცხადია მსოფლიო ტურნე მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა იაპონიაში სამი კონცერტი გამართა. ტურნეს დასრულების შემდეგ იაპონელმა ხმის რეჟისორებმა სამივე კონცერტის ჩანაწერი გამიქსეს და ჯგუფის მენეჯერს გადაუგზავნეს. ბევრს კი არ ითხოვდნენ, მხოლოდ იაპონიაში გამოვცეთ პატარა ტირაჟითო. ჯგუფი ლაივის გამოცემას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ მისი მოსმენისას, ჯანდაბასო, და დათანხმდნენ, დაბეჭდეს პატარა ტირაჟით და დაარქვეს Made In Japan. ხო, ცოტა ეგზემპლიარები ბრიტანეთშიც გამოუშვეს, რა იცი რა ხდებაო.

მოხდა ისე, რომ ალბომი გამოშვებისთანავე საყოველთაო ტაციაობის საგნად იქცა და რამდნიმე დღეში სრულიად გაიყიდა. აი აქ კი დაფიქრდნენ მენეჯერები და Made In Japan ევროპაშიც გამოსცეს. ეხლა უკვე ამერიკელები დაესივნენ და იმდენი ქნეს, რომ ცოტა ხანში ჩანაწერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა. Deep Purple-ს რა? რა და, სწორედ Machine Head-ისა და Made In Japan-ის არნახული პოპულარობის წყალობით მძიმე როკის პიონერები 1972-1974 წლების ყველაზე დიდ როკ-ჯგუფად იქცნენ მსოფლიოში. ამ ორ წელიწადში Deep Purple ყიდდა იმაზე მეტ ალბომს, ვიდრე Led Zeppelin, Rolling Stones და იქამდე გაბლატავდნენ, რომ The Beates-იც კი გადაწონეს. ამერიკული და ბრიტანული გამოცემები წერდნენ: “Forget Beatlemania. Now it’s time for Purplemania” (“დაივიწყეთ ბიტლომანობა, ეხლა ფარფლომანობის დროა”).

სამწუხაროდ, სხვადასხვა ხუშტურების გამო ჯგუფიდან ჯერ იან გილანი გავარდა, მერე რიჩი ბლექმორი, 1975 წელს კი Deep Purple – მსოფლიოს მწვერვალზე ყოფნისას დაიშალა. (მოგვიანებით 1985 წელს აღდგა და დღემდე ტურნეზე არიან).

ხოდა, აი რამდენს შვრება კარგი დანატოვარი. სამი იაპონური კონცერტი, რომელმაც როკ-მუსიკა შეძრა, 40 წლის შემდეგ იხილავს დღის სინათლეს და მას დღესაც მძიმე როკის თითქმის ყველა მსმენელი ელის.

 

Advertisements

ნანიზირებულნი

40-იანების გარიჟრაჟზე, მინესოტას შტატის პატარა ქალაქ დალუტაში ერთი ცელქი ბიჭი დაიბადა. 60-იან წლებში, უკვე ცელქმა თინეიჯერმა, დასავლურ კულტურულ/მენტალურ რევოლუციას დიდი ბიძგი მისცა. ამ პერიოდის კონტრკულტურამ მოგვცა ის, რასაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს ეძახიან ხოლმე. ანუ, ადგილი, სადაც იციან, რომ მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ტრაკი გაქვს თუ შავი, ქალი ხარ თუ კაცი, ანზორისთან გაქვს სექსი თუ მადლენასთან. ადგილი, სადაც იციან, რომ განურჩევლად “ნიშან-თვისებებისა”, ადამიანი, არის უბრალოდ ადამიანი და ყველა მათგანი თანასწორი უნდა იყოს. ამ ცელქ თინეიჯერს მუსიკა ძალიან უყვარდა. გადაწყვიტა პროტესტი სწორედ სიმღერით გამოეხატა. მღეროდა თავისუფლებაზე, პაციფიზმზე, ომზე… მოკლედ, ბევრ რამეზე, რითაც რასისტული სეგრეგაციითა და ათასგვარი ფობიებით შეპყრობილ მშობლების თაობას სასტიკად უპირისპირდებოდა. აი ასე, დესტრუქციითა და ტრადიციული მორალური ღირებულებების წინააღმდეგ გამოსვლით მან ლამის მთელი მსოფლიო შეცვალა. ამ ბიჭს რობერტ ალენ ზიმერმანი ერქვა. ისე კი, მერე ბობ დილანის სახელით გაგვეცნო.

Read more of this post

ჯოჯოხეთის მეუფე – ცეცხლისმომტანი

აბა, ვის გახსოვთ, უკვე მერამდენე ათასწლეულია რაც ადამიანი ბუნებას ”მოაჯდა” და მისი მართვა სურს? ისიც ხომ გინახავთ, პატარა ფინია დიდ ნაგაზს რომ ”ებლატავება: წიკვინებს, წიკვინებს, წიკვინებს იქამდე, სანამ ეს ნაგაზი ერთხელაც ”ხააააააააააამ”-ო არ დაიძახებს და გლანდებში არ გადაისვრის პატარა მოუსვენარ ფინიას…
მოკლედ, ასე ვიწიკვინეთ ჩვენც, ადამიანებმა და დადგა დრო, ბუნებამ დაგვანახოს ვინაა სამყაროს მბრძანებელი. გლობალური დათბობა უკვე ნაცნობი თემაა, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს ფენომენი ფურცლებზე დაწერილ, ცუდი მომავლის წინასწარმეტყველებად რჩებოდა აქამდე. 2010 წლის ივლისიდან კი დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას განსაკუთრებით აეწვა ტაკოები. The Washington Post-მა კი დღეს დილით გვაუწყა, რომ 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, ფარენჰეიტებსა თუ ცელსიუსებში, მოხსნილია სიცხის ყველა რეკორდი, რაც კი აქამდე ადამიანისთვის ცნობილი იყო.
ბოლო დღეებში ჩემი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა სიცხის გამო შენელებულ კადრად ვიქეცი, მაზერბორდმა ლაპარაკი დაიწყო და მეხვეწებოდა მესამე ქულერი დამიყენეო, გადავწყვიტე გადარჩენისთვის დამეწყო ბრძოლა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გამოსავალს მივაგენი: მე სულს მივყიდი არტურ ბრაუნს, კაცს, რომელმაც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ გვიმღერა (თავზეცეცხლმოკიდებულმა), ”მე ვარ ჯოჯოხეთის მეუფე, და მოგიტანთ თქვენ ცეცხლს”…
ჩემი გამდნარი სხეული შენია არტურ, დამკარი შენი ცეცხლოვანი მახვილი.
————————–
პ.ს. ცეცხლის წვიმის გადარჩენის მსურველებმა აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ვიდეო: (არტურ ბრაუნი – Fire).
პ.პ.ს. ვიდეო-ფლეიერი პირდაპირ მიბმულია (embedded) არტურის გონების სენსორულ პლატფორმასთან. ღილაკ PLAY-ზე ყოველი კლიკის შემდეგ თქვენ ავტომატურად მიჰყიდით მას სულს და მასთან ერთად იქცევით ცეცხლოვან მაშხალებად.

დაბრუნება სიურეალისტურ სამყაროში


რამ შეიძლება დაგაბრუნოს ზღაპარში 22 წლის ადამიანი, ან უფრო პატარა, ანდაც, უფრო დიდი? თქვენი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ წილად მხვდა ბედნიერება მემოგზაურა ყველაზე ზღაპრულ სამყაროში ვირტუალურად. თან, უცებ ამომიტივტივდა მეხსიერებაში ღრმად ჩამჯდარი რამდენიმე მისტიური სულით გაჟღენთილი კადრი. სოფელში ვარ, 5-6 წლისა. დაღამებას ცოტაღა უკლია და ასე, შებინდებისას, ვზივარ უზარმაზარი ხის წინ. რატომღაც მგონია, რომ ამ ხის უთვალავ ფოთლებში ვინმე იმალება და ცოტა მეშინია კიდეც. დღისით არ მეშინოდა ხოლმე, მაგრამ ღამღამობით ასე მეგონა ის ხე დიდ ურჩხულად გადაიქცეოდა. ჰაერიც, ზაფხულის შესაბამისად, ჩახუთული იყო. მოკლედ, ყველა პირობა მქონდა საიმისოდ, რომ დაძაბულს, სუნთქვაშეკრულს და ცოტათი შეშინებულს დაჭყეტილი თვალებით მეცქირა ამ ხისთვის.

ეხლაც მომინდება ხოლმე, ისევ 5 წლის ვიყო და იმ ხესთან ვიჯდე. მაგრამ აბა, როგორ?
როგორ და, 1999 წელს კანადაში ოთხმა ახალგაზრდა ხელოვანმა ვიზუალური + აუდიო არტის გაკეთება გადაწყვიტეს. შექმნეს მუსიკა, რომელშიც ბუნების, ცხოველების, ფრინველების, ციფრული ტექნიკისა და ინსტრუმენტების ასობით მუსიკალური თემები გააერთიანეს; შემდეგ ეს მუსიკა საკუთარ საიტზე ატვირთეს. საიტი კი, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ – იასამნისფერში გადაწყვეტილი სიურეალისტური სამყარო, ცოცხალი არსებების გაცვილილი ფუნქციები. ხეები, ცხოველები, ადამიანები, ნივთები, ცა – მათ ერთი რამ აერთიანებთ – ერთი ულამაზესი სიურეალისტური ზღაპრის პერსონაჟების ფუნქციას თანაბრად ინაწილებენ. ვუყურებ, ვუსმენ, და მეც ისევ ვბრუნდები იმ სამყაროში, ვზივარ სუნთქვაშეკრეული და მგონია, რომ ის ზრდილობიანი, კეთილი ოფიციანტი-ძაღლი სულ მალე მომართმევს ცივ წვენს.

თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ ამ ჯგუფის საიტი, რომელსაც ”არსად და არაფერი” ჰქვია. ოღონდ, საიტი ეგრევე არ დახუროთ, ჯერ მუსიკას ჩაუწიეთ ნელა, თორე ძნელია, როცა 1 წამში ისევ თქვენს ოთახში დაბრუნდებით…

დერვიშები: ”ნუ ჩავიკეტებით ჩოხაში, ვიტყნაუროთ ყველამ”

პირველ რიგში მივმართავ მანდილიან-ჩოხიან ქართველებს, რომლებიც პოსტის წაკითხვამდე უკვე გაღიზიანდნენ (ანდაც, ქვეცნობიერად აღეგზნენ) სათაურში ნახსენები სიტყვის გამო: სათაურში გამოყენებულია დერვიშების ერთ-ერთი წევრის ციტირება, შესაბამისად, ვერ დავინახე ვერანაირი საჭიროება, რომ ქართული ”ტყნაური” ინგლისური ”სექსით” ჩამენაცვლებინა.
ეს ისე, თქვენს გასახურებლად… დანარჩენებო, ვისაც პოსტის შინაარსი უფრო გაინტერესებთ, ვიდრე სათაურში გამოტანილი ”ამორალური” ციტირება, დავიწყოთ…
დერვიშების შესახებ უკვე ყველამ იცის, ვისაც ერთხელ მაინც შეუჭყიტია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, უყურებს ტელევიზორს, ან კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს. ამიტომ მათ შესახებ ინფოების მოწოდებით თავს არ შეგაწყენთ. პოსტის ინსპირატორი გახდა ”ალმა-მატერის” სტუდენტების მიერ გაკეთებული სიუჟეტი დერვიშებისა და ირაკლი დეისაძის შესახებ. რატომ გააერთიანეს ეს ორი სუბიექტი ერთ სიუჟეტში, ძნელი გამოსაცნობი არაა. ორივე – ზოგისთვის ”ყველაფერი ქართულის” და ”ქართველობის” დამანგრეველ ძალად აღიქმება (მიმიფურთხებია ერისთვის, რომელიც იმდენად სუსტია, რომ ჰგონია დეისაძის ”საიდუმლო სირობა” დაანგრევს და გაანადგურებს ქვეყანას). ზოგისთვის უბრალო მასტურბატორებად, ”ჭკვიანი” ფსიქოლოგებისთვის არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ზრდასრულებად, ზოგისთვის კონტრ-კულტურად. საქმე იმდენად სასაცილო გახდა, რომ რამდენიმემ დერვიშების მუსიკის მხატვრული ღირებულებების შეფასებაც კი დაიწყო. მე კი მგონია, რომ ”დერვიშები” უბრალოდ კონკრეტული დოგმების (და არა ქვეყნის) დასანგრევად შეკრებილი ახალგაზრდები არიან. კონტრ-კულტურად ნამდვილად ვერ აღვიქვამ, რადგან მათი თვითმიზანი მუსიკალური ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნა, ხელოვნების ამ დარგში მოღვაწეობა თვითმიზანია არაა, და არც აქვთ ეს ამბიცია. (განსხვავებით დეისაძისგან, რომელიც მწერალია).

კადრი დერვიშების კლიპიდან ”სულიკო”


Read more of this post

%d bloggers like this: