”ძირს შავტრაკა კახელები! ძირს აფერისტი მეგრელები!” – ანუ, საქართველოს ისტორიის ”ჩვენებური” გაგება


როდესაც თსუ-ს I კორპუსში, ისტორიკოსების სართულზე ასეთი წარწერები ვნახე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იქ არ მოვხვდი, სადაც მინდოდა.
რა გამოდის? მეგრელები კახელებს შაჰ-აბასის შთამომავალ შავტრაკებს ეძახიან, კახელები – მეგრელებს – აფერისტებს, მთის ხალხი – იმერლებს – მლიქვნელებს, იმერლები – აჭარლებს ჩამოთრეულ-გადათურქებულებს, თბილისელები (ეს ცალკე კასტაა) – ყველას ერთად აღებულს – სოფლელებს და გოიმებს. ამ ერთიანი სეპარატისტულ-კუთხურ-ნაცისტურ მენტალური შიზოფრენიისას კი, ერეგირებულ მდგომარეობაში მყოფ ერის შვილებს (რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან, როდის გაბრწყინდება ივერია თავისით), მთავარი ავიწყდებათ – იგივე შეცდომას უშვებენ, რამაც აქამდე ხელი შეგვიშალა ასე სანატრელ გაბრწყინებაში.
პრობლემა ის კი არაა, რომ ეს შეცდომა ავიწყდებათ, არამედ, არც არასდროს გახსენებიათ. საკუთარი ისტორიის არასწორი გაგება და მისი დატრიალება სხვადასხვა პოზებში, საამაყო ამბების სასარგებლოდ, ჩვენს მთავარ ნაკლად მიმაჩნია.
***
სკოლაში საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე ჯდომისას, რატომღაც სულ მინდოდა, მასწავლებელს უფრო მეტი ელაპარაკა ყორღანაშვილებზე, სეპარატისტ მთავრებზე, კუჭგაუმძღარ თავად-აზნაურობაზე, ერეკლეს შვილებზე, რომლებმაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაისაკუთრეს და ყველა შეცდომაზე, რომლის გაანალიზებაც ასე გვჭირდება უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად. (აბა სხვის შეცდომებზე ჩვენ ვერ ვსწავლობთ და…) ამის ნაცვლად 90 წლის ვენერა მასწ-ი გაუთავებლად გვიყვებოდა, თურმე როგორ მიუძღოდა წმ. გიორგი ქართველთა ლაშქარს (ჟამთააღმწერელს დაუნახავს თავისი თვალით), როგორ კითხულობდა ბრძოლის წინ ფსალმუნებს დავით აღმაშენებელი, როგორი ლამაზი მეფე იყო თამარი, სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დანებდა 100,000 მხდალი ფანატიკოსი მეტეხის ხიდზე მტერს (ეს ბევრს დღესაც კი ეამაყება, თან, პარადოქსია, მაგრამ 9 ძმა ხერხეულიძესთან ერთად) და.ა.შ და.ა.შ. არცერთი სიტყვა იმაზე, რომ სეპარატისტული გამოხტომები, ერთმანეთის მტრობა, გაუმაძღრობა, ფარისევლობა, მხოლოდ საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ფიქრი და ამპარტავნება ქართველებისთვის ისეთივე ახლო და სანუკვარი იყო, როგორც უახლოეს მაგიდაზე შემოდგმული ცხელ-ცხელი ბოზბაში (თუ ჩიხირთმა?)
***
1 საათის წინ დასრულდა პირველ არხზე გადაცემა ქართული ფეხბურთის იმ ერთადერთი(!) გამარჯვების შესახებ, რომლის მერეც სამი ათეული წელი გავიდა. ამ 30 წლის მანძილზე რამდენი გადაცემა გახსოვთ, რომელიც ქართული ფეხბურთის პრობლემატიკასა და შეცდომების ანალიზს მიეძღვნა? ან რამდენი მწვრთნელი, ფეხბურთელი თუ ფედერაციის ხელმძღვანელი გახსოვთ, ვინც შეცდომები აღიარა და მისი გამოსწორების გზებზე იფიქრა? მე – არცერთი. სამაგიეროდ მახსოვს დიუსელდორფში მოპოვებულ გამარჯვებაზე გაკეთებული ათეულობით გადაცემა და გაუთავებელი ტრაბახი იმით, რომ ქართველებმა სულ რაღაც ერთხელ – მოვიგეთ ფეხბურთში.
***
ეხლა მაინც, 2010 წელს, თანამედროვე სამყაროში, მაშინ როცა ნებისმიერი სახის ინფორმაციის და ცოდნის მოპოვებას ერთი Click და რამდენიმე წამი სჭირდება, არ დადგა დრო, რომ რაღაცა ვისწავლოთ, შევცვალოთ, დავივიწყოთ, გავიხსენოთ, ნაგავში გადავაგდოთ, ნაგვიდან ამოვიღოთ, გადავსინჯოთ და გადავწეროთ?
როგორ მინდა ეხლა მე-10 კლასის მოსწავლე ვიყო და ვკითხულობდე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს მაგალითად ასეთი სათაურით: ”საქართველოს ისტორია – ფაქტები და მათი კრიტკული ანალიზი”. ანდაც რა არის ამაში სანატრელი და დაუჯერებელი? ხომ შეიძლება ასეთი საგანი შემოიღონ? თავიდან გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, სხვა თვალით. აი ისე, რომ საკუთარი თავების და საკუთარი ისტორიის არამარტო გვეამაყებოდეს, არამედ, სადაც საჭიროა – შეგვრცხვეს. იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, რომ საქართველო ნათურა არაა, რომელსაც გაურკვეველი ზე-ძალა ”შტეფსელში” შეაერთებს და აანთებს. მივხვდეთ, რომ ”შტეფსელში” შემაერთებლის ფუნქცია ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ. თორე გვეძახონ კახელებს შავტრაკები (არადა, თეთრი ტრაკი მაქვს), ვეძახოთ ერთმანეთს შე ცუდოო, მე უფრო კარგი ვარო. მაგის ძახილით რომ ნათურა ინთებოდეს, ამდენს კი აღარ იწვალებდა ნიკოლა ტესლა

P.S. რა განსხვავებაა ქათამსა და ადამიანს შორის? ქათამი კვერცხს დებს, ადამიანი – ვერა… ააა და კიდევ ერთი – ადამიანს შეუძლია რამის შერცხვეს და გამოასწოროს. ქათამს კი სულ არ ადარდებს, სად გაისვრის თავის სკინტლს. ხოდა, ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენი ასეთი სკინტლი გვაქვს გასროლილი? თანაც ჩვენი სკინტლი ქათმისაზე ბევრად დიდია.

Advertisements

26 Responses to ”ძირს შავტრაკა კახელები! ძირს აფერისტი მეგრელები!” – ანუ, საქართველოს ისტორიის ”ჩვენებური” გაგება

  1. nastasia says:

    აი, ეგ ვიწრო ნაციონალიზმი-შოვინიზმი და ზოგადად ჩაკეტილი აზროვნებაა ის, რაც მაგიჟებს.
    მე, რომელსაც მართლა მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი, ერთადერთი, რაც მშიერ-მწყურვალ-დაღლილ პახოდებში მაწუხებდა, იყო დაუმთავრებელი მტკიცება ყველა სოფელში იმისა, რომ ნამდვილად კარგ ადგილას მხოლოდ ახლა მივედი.
    ვიდექი ხოლმე და ვუხსნიდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ სად ცხოვრობ, ეს ერთი ქვეყანაა და ან სულ გიყვარდეს, ან სულ არა. და კონრტკითხვა რასაკვირველია იყო, სადაური ვარ მე :დ

    მერე ვამბობდი რომ მაგ კითხვას ვერ ვიტან, ვიღაცეებს სომეხი ვეგონე, ვიღაცეებს მოგზავნილი და ეგრე.

    რაც შეეხება ისტორიას, თვითონ ისტორიის ერთ-ერთო სახელმძღვანელოს ავტორს აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ერთადერთი ომი, რომელიც ნამდვილად მოგებული გვაქვს, დიდგორია და რომ მაშინ, როცა 100 000 მოწამე გვყვავდა, მაგდენი კაცი უბრალოდ არ არსებობდა მაშინ თბილისში და მის შემოგარენში.

    მაგრამ იმ უბედურს ეგ რო დაეწერა, თვითონ გახდებოდა წამებული, ისედაც დაუბლოკეს წიგნი და ახლა ისევ პომპოზური ისტორიის წიგნებით უნდა ასწავლონ მინიმუმ 5 წელი.

    • ვაი says:

      საიტერესოა რით დაამტკიცებთ იმას რომ 100 000 კაცი არ გვყავდა მაშინ თბილისში, თვით გულუბრყვილო პოლიციელმაც კი იცის რომ მოწმეს სიტყვაზე არ უნდა ენდოს,

  2. აი ეგაა ჩვენი გაჭირვების თავი და თავი. გვირჩევნია სირაქლემას პოზაში წაკუზულები ვიდგეთ, ვიდრე სიმართლეს თვალი გავუსწოროთ..
    საკუთარი შეცდომების აღიარება იმას უყვარს, ვისაც ამის გამოსწორების თავი აქვს. სირაქლემას პოზაში გადაკუზული ერის შემხედვარე კი უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი სიკარგე, ძლიერება, გამძლეობა და.ა.შ ისეთივე ყურით მოთრეული ამბავია, როგორიც 100,000 მოწამის სამარცხვინო ლეგენდა, რომლის გაგონებაზეც მთელი ერი ჯგუფურ მენტალურ-მორალურ ორგაზმს განიცდის.

  3. litterator says:

    არა აშკარად თეთრი ტაკო მაქვს :)))))))))))))))

    1. ესე იგი აუცილებელია ერთმანეთის მიმართ შევიცვალოთ დამოკიდებულება
    2. დავაფასოთ ერთმანეთი ჩვენ თავად, და ნუ ველოდებით ამას სხვისგან მხოლოდ.
    3. ჩვენ მოვუაროთ და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები (სხვების მითითებების გარეშე)
    4. ისტორია წავიკითხოთ, ნუ დაველოდებით ლუიზა თუ ციალა მასწავლებელი როდის დააღებს პირს. წავიკითხოთ და თავად გავაანალიზოთ, ვინ გვიშლის ამას?? არავინ. უბრალოდ ჩვენ არ გვინდა ეს თავად.
    5. ჩვენი სიმახინჯეები უნდა შევიყვაროთ, პირველი ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ისინი. აუცილებელი არ არის საშობაო საჩუქრებივით იყოს ყველაფერი შეფუთული. და ისე მოქცევა რომ ყველაფერი კარგად არის.
    6. გიორგი მომეწონა შენი პოსტი!
    7. ——————————

  4. qilipa says:

    ,,ქართველები ხომ ყველაზე მაგარი ერი ვართ?” – აი სად მარხია ძაღლის თავი… ვიღაც სირმა თქვა თავის დროზე ეს სიტყვები და ხალხმაც ამაყად დაიჯერა…

    • მაგ ”ვიღაც სირი”-ებს შორის ერთ-ერთი ზვიადიც იყო, რომელიც ურცხვად უწევდა ტირაჟირებას იმ (ზვიადისთვის აქსიომად ქცეულ) თეორიას, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე ქართულად ალაპარაკდება. ძნელია, როცა 20 წლის წინ შენი ქვეყნის პრეზიდენტი გეუბნება ასეთ რამეს, 20 წლის მერე გამოხვიდე თვითკმაყოფილებისა და შოვინიზმის ექსტაზიდან.

      • ”აღსრულდა ნება ერის, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს” :)))

        ჰო, კიდევ საინტერესო ის არის რომ თავად იმერლებში კიდევ ხდება დაყოფა, ასე მაგალითად ვანელები მიიჩნევა მატყუარა ”ხალხად”, ბაღდათელები_გამრჯე და ასე შემდეგ. ჰოდა ამ ლოგიკით მთელი ქართველი ერი გამოვდივართ ნაგავი, ჰოდა თბილისი ერთი დიდი ბუნკერი 🙂

  5. ”ამ ლოგიკით მთელი ქართველი ერი გამოვდივართ ნაგავი, ჰოდა თბილისი ერთი დიდი ბუნკერი” :)))))))))))

  6. civiseli says:

    შეუძლებელია არ დაგეთანხმო,სამწუხაროდ ეგ ჩვენი რეალობაა და მსგავსი თემის შესახებ მეც არაერთხლე მითქვამს თუ დამიწერია(1+1+1=1)
    ისტორია გადასახედი,თუნდაც რაც შენ აღნიშნა 100 000 მშიშარაზე,რომლებმაც დემოგრაფიული კატასტროფა მოუწყვეს თავიანთ ერს(არად ჟამთაღმწერელი როგორი სიამყით გვამცნობს “დიდ დიდნი ნხედარნი და მხედართმთავარნი,მღვდელნი და მღვდელმთავარნი…)
    დღემდე გაიძახიან 90იანები წლების შემოქმედების ნიმუშს “ქართლ-კახეთი,იმერეთი,გურია და რაჭა,ყველა ჩვენი სამშობლოა სამეგრელოს გარდა”
    ეს ყველაფერი ისტორიისა და ზოგადად გაუნათლებლობის შედეგია

  7. deeppurplege says:

    vinc es daweraaa imas tavshi tvini aqvs!!!is aris gonebrivad chamorchenili adamiani romelsac ar sheudzlia sazogadoebashi wesuvrad ilaparakos.kaxelebze vinme cuds ityvis da moe****eba dedis ****.gaogeeeet!!!!!!!!!

    • გაუმარჯოს,
      ვერ გავიგე რისი თქმა გინდოდა ამ კომენტარით? ვის ლანძღავ? ვინც კედლებზე ეგეთი სირობები დაწერა? თუ სტატიის ავტორს, ანუ მე?

    • იმიტომ გეკითხები, რომ რამდენიმემ არასწორად გაიგო სტატიის სათაური და ეგონათ მე ვლანძღავდი კახელებს და მეგრელებს 🙂

  8. Lord Vader says:

    ცუდი როა, ფაქტია.
    ცუდი კი არა – კრეტინიზმია…

    მაგრამ, ყველგან რომაა ეგ?
    ყველგან დასცინიან ერთმანეთს ბავარიელები და პრუსიელები, ანდალუსიელები და კასტილიელები, ბრეტონელები და ლანგედუკელები, მერილენდელები და ტეხასელები…

    ყველგან რომ გონიათ, რომ ისინი არიან ქვეყნიერების ჭიპი?

    ყველგან რომ გონიათ, რომ ისინი არიან მარილნი ამა ქვეყნისანი?

    და მაინც რომ ადამიანური სახელმწიფოები ააშენეს?

    • რა არის ყველგან???
      გერმანელებს ჰიტლერის შერცხვათ და მოინანიეს. ჩვენ კი, სტალინის ძეგლი ეხლახანს ჩამოვაგდეთ და კიდევ მისტიროდა ხალხი… რა არის ყველგან ეგრე?

      • Lord Vader says:

        ჰიტლერზე და სტალინზე არ გაქვს შენ აქცენტი მაგ პოსტში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე.
        დენაციფიკაცია გერმანიაში მოხდა ძალდატანებით – მადლობა ამერიკელებს – რაც არ მოხდა სსრკ-ში, თუმცა, ამის შანსი იყო დასავლეთს რომ ჭკუა ეხმარა.
        იტალიაში, სადაც დეფაშიზაცია არ მომხდარა – მოფაშისტო პარტიები დღემდე არსებობენ და პარლამენტშიც სხედან. და მუსოლინის მიმართ დამოკიდებულება იქ განსხვავებულია.
        ვერც ერთი გერმანელი გვარით ჰიტლერი ან ჰიმლერი ვერ გახდება პოლიტიკოსი. ჰიტლერის შთამომავლებმა გვარიც კი გამოიცვალეს. ალესანდრა მუსოლინის კი საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერა აქვს.

        იგივე გერმანიაშიც კანონმდებლობითაა ეს საკითხები დარეგულირებული, თორემ ნეო-ნაცისტები არ მგონია იქ ჩვენ სტალინისტებზე ნაკლები იყვნენ. და ნამდვილად უფრო ახალგაზრდები არიან.

        არ ვიცი, იცი თუ არა შპეერის ისტორია. შპეერისგან გერმანულმა მედიამ შექმნა კეთილი ნაცისტის მითი. ადამიანის, რომელიც დაიბადა ცუდ დროს და იძულებული იყო რაღაც-რაღაცეები ეკეთებინა, მაგრამ სინამდვილეში იყო კაი ტიპი და კეთილი ადამიანი. და ერთგვარი იდენტიფიცირება მოახდინა მასთან – აი, ჩვენც, რიგითი გერმანელები იძულებულნი ვიყავით, თორემ ისე ჰუმანისტები ვართო.

        ისევე როგორც მუდმივი ჟონგლიორობა იურიდიული ფაქტებით, იმის დასამტკიცებლად, რომ ჰიტლერი კანცლარად გერმანელ ხალხს არ აურჩევია.

        მაგრამ მე ამაზე არ დამიწერია.
        დავწრე იმაზე, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის კუთხურობა და შიდა ყოფითი სეპარატიზმი მხარეებს შორის.
        ისევე როგორც რაც კარგები ვართ ესა და ეს ვართო – ეს ფილოსოფიაც ყველგანაა.

        უშველებელი კომენტარი გამომივიდა.
        უკაცრავად ბლოგთან. 🙂

  9. maqciaa says:

    p.s. არ მომეწონა .. დანარჩენში გეთანხმები :)))

  10. senior xesus says:

    saqartvelos istoriia yvelaze kargadaa agwerili otar chilaZis “godorshi” , 1 tavi, “vai saqartvelosi” dgemde moyolebuli, da sastikad realuri da yvelaze martali rac ki dawerila. “etnografiul nacionalizmze” arafers vityvi, P.S. mase rom vinme sxva axalgazrda mwerals daewera saqartveloze warmoidginet ra ambebi atydeboda maraaa…..

  11. ეს პოსტი პროფილზეც წავიღე, მავან-ჩავანსაც წავუკითხე და წავაკითხეც. გაგრძელება უნდა ჩემი აზრით 🙂
    დასაწყისიც კარგი იყო, დასასრულიც, აი ფეხბურთზე მე ცოტა გამიჭედა.. 🙂 მომიტევეთ ესოდენი გულგრილობა :))))

  12. admin anu soliter!!!!!! sadauri xar? kutxe mitxari!!!!!!!!! :@

    • კახელი ვარ…
      თუ სატაურმა გაგაღიზიანა, ჯერ პოსტი წაიკითხე და მიხვდები რაზეა. ბევრმა სათაურის დანახვისთანავე იფიქრა, რომ კახელებს ან მეგრელებს ვლანძღავდი, არადა, პირიქით, ამ პოსტით ქართული ეთნონაციონალიზმის წინააღმდეგ გამოვდივარ ფაქტობრივად 🙂

  13. Katiee.Ge says:

    respect.
    ცოტას შევისვენებ, თორე შემომეკითხა მთელი ბლოგი და საქმე დამრჩა გვერდზე.

  14. ELZviadi says:

    ” სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დანებდა 100,000 მხდალი ფანატიკოსი მეტეხის ხიდზე მტერს (ეს ბევრს დღესაც კი ეამაყება, თან, პარადოქსია, მაგრამ 9 ძმა ხერხეულიძესთან ერთად) ”

    რაო?? ?? ვის უწოდებ შენ 100, 000 “მხდალ ფანატიკოსს”? 100, 000 მოწამეს? როგორ აყენებ შეურაწყოფას შე გოშია? შენ რომ იმათ ადგილზე ყოფილიყავი ხომ ქვეშ ჩაიფსამდი, ხატებსაც დააფურთხებდი და კუდ ამოძუებული გაიპარებოდი

  15. ELZviadi says:

    “სირაქლემას პოზაში გადაკუზული ერის შემხედვარე კი უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი სიკარგე, ძლიერება, გამძლეობა და.ა.შ ისეთივე ყურით მოთრეული ამბავია, როგორიც 100,000 მოწამის სამარცხვინო ლეგენდა, რომლის გაგონებაზეც მთელი ერი ჯგუფურ მენტალურ-მორალურ ორგაზმს განიცდის.”

    მამათმავლები ცდილობენ ქართველებს ჩააგონონ რომ ” ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი სიკარგე, ძლიერება, გამძლეობა და.ა.შ.. ყურით მოთრეული ამბავია”, რომ არიან საწყლები, დებილები, ერთი ჩვეულებრივი საცოდავი და უბედური ხალხი, არაფერი განსაკუთრებული, სუსტები და შეუძლოები..

    ეს არის მაზოხიზმი. “თანამედროვე” ქართული მაზოხიზმი, თანაც სექსუალური, დაგიჭერიათ ხელში ვეებრთელა ხელოვნური შამბალები და მთელი ძალით ითხრით ტრ*** ში რომ დათრგუნოთ საკუთარი ქართული ეროვნული სიამაყე და დაამტკიცოთ რომ გამოსულები ხართ. ეს არის თბილისის მარადიული ფსიქოლოგიური პრობლემა.

    როცა ამ დროს, დღეს, ყველა ერი თავის ხალხს და ახალგაზრდებს ჩააგონებს რომ განსაკუთრებულები ყველაზე მაგრები და გამორჩეულები არიან (ამერიკელებიც კი).

    მარტო საქართველოში იპოვით ასეთ მაზოხიზმს. ყველაფერს (მართლა ცუდსაც) იმის სამტკიცებლად რომ იყენებენ რომ არ ვვარგივართ და ნელ ნელა ვიხოცებით. რითი ვერ ჩადეთ მთელი საქართველო საფლავში ამდენი ხანი?

    “არ ვვარგივართ მეთქი!!!! გავაფრენ ეხლა ვენებს გადავიჭრი!!!!”

    ნეტა ასე ისტერიკულად გასკდეთ და დაიხოცოთ სუყველა. გამო”ფეტიშებული” და გამო”კუნილინინგუსებული თბილისელი მამათმავალი გოშიები

  16. ჩემი აზრით სტატიაში და შემდეგ კომენტარებში ბევრი არასწორი ინფორმაციაა, რაც იმედია გამოწვეულია ამ ინფორმაციის არ ქონით და არა მიზანმიმართულად ტყუილის სიმართლედ გაჟღერების სურვილით.

    ზოგადად ეს პრობლემა, რეგიონალური თუ წარმომავლობის მიხედვით ადამიანების არააგრესიული ფორმებით დიფერენციაციისა, მსოფლიოს ყველა კუნჭულში თუ არა, უმეტეს ქვეყანაში არის ალბათ. და მინდა სამწუხაროდ და საბედნიეროდ მოგახსენოთ, რომ არც ამაში ვართ ორიგინალურები და სიახლის შემომტანები. უბრალოდ, ზოგს, და ალბათ უფრო ბევრს ვიდრე ზოგს, ეს განსაკუთრებულ მოვლენად მიაჩნია, და ცდილობს აქედან ერთი დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა შექმნას იარლიყით “რეალურად რა ნაგვები ვართ ეს ქართველები”, მაგრამ…რა თქმა უნდა კარგია და იდეალურია, რომ ყველას ყველა უყვარდეს, ძმობა სიყვარული, ერთგულება და ჩახუტება სუფევდეს დედამიწაზე, მაგრამ ყველაფერი იდეალური მხოლოდ იდეალურადვე რჩება…

    ჰიტლერს რაც შეეხება, ვინ დაადგინა ესე ერთმნიშვნელოვნად რომ გერმანელებს ჰიტლერის რცხვენიათ? აშკარად სასირხცვილოა, მაგრამ ასე ხელაღებით ამის მტკივება ცოტა უაზრობად მიმაჩნია. გერმანელები იძულებულები არიან ჰიტლერი სძულდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ისინი იძულებულები არიან თავიანთი ეროვნული სიამაყის განცდა შეფარვით გამოამჟღავნონ, დაფარონ და მიჩმქალონ, რომ ვინმემ მათ ისევ ის არ დააბრალოს, რაშიც ადრე ედებოდათ ბრალი…ჰიტლერი ჰაერიდან არ მოვლენილა ამ ქვეყანას, ისიც იგივე გერმანიის ნაწილი იყო, რა გერმანიასაც ის “სძულს”.

    ჰო კიდევ ერთი: 100 000 მოწამეს რაც შეეხება, სასაცილოა უბრალოდ, რაღაც ისტერიული კომენტარები გაჟღერდა. გაბრაზებული ბავშვი რომ ვინმე უფროსს ლანძღავს “ცუდი” სიტყვებით, აი დაახლოებით ეგ ეფექტია აქაც. ვიღაცისთვის ისინი მშიშრები არიან, ვიღაცისთვის კი გმირები და მაგალითები. დემოგრაფიული კატასტროფაო, საინტერესოა 🙂 დემოგრაფიული კატასტროფის შედეგად ვსხედვართ ეხლა ჩვენ თბილად მოკალათებულები ჩვენს მაგიდასთან და ასე წელში გამართულები ვპოსტავთ ხომ? იქნებ პირიქითაა..:) კონკრეტულად რიცხვს რაც შეეხება, შეიძლება 100 000 მაგივრად 20 000 ათასი იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტი ფაქტად რჩება: იდეას ბევრი ვერ შესწირავს თავს. ვისთვისაც იდეა მეათე ხარისხოვანია, ისინი სადაც განისვენებენ და რა სტატუსითაც, მგონი შეხსენებას არ საჭიროებს.

    ზოგადად კი ტენდენციაა რაღაც თანამედროვე საქართელოში, უფრო სწორად თბილისში, რომ ბევრი ერის გამომღვიძებლის სტატუსის შეძენას ცდილობს. და რატომღაც კარგ ტონად ითვლება თუ რაიმე სენსაციურ/საპირისპირო ბომბას ჩამოაგდებ. ცოტა ხანში ველოდები თანამედროვე ახალგაზრდობის, მოწინავე ნაწილის, პროგრესულად მოაზროვნე ახალოი თაობის შეფასებებს, თუ როგორი მშიშარა იყო ერეკლე მეორე, როგორი უშნო იყო ვახტანგ გორგასალი, როგორი ფანატიკოსი იყო თამარ მეფე და რა უაზრობებს წერდა ილია ჭავჭავაძე.

    ძალიან დიდი პასუხი გამომივიდა. მომიტევეთ.
    პ.ს. პირადად, ძალიან გთხოვთ, ნურავინ ნუ მიიღებთ, ეს ჩემი აზრია, რომელიც არანაირად არ ნიშნავს რომ 100% მართალია. : )

  17. გიორგი says:

    ძალიან კარგი სტატიაა, მე კასპელი ვარ.
    მყავს ბევრი მეგრელი მეგობარი, ამ თემაზე ბევრი გვიხუმრია მაგრამ არ დაგვიცინია ერთმანეთისთვის არასოდეს.
    სამწუხაროა როდესაც ზოგიერთი ადამიანი თავის პატრიოტობას რასიზმში ავლენს.

  18. ხშირად მესმის ეს სიტყვა… უკვე მეგრელებიც შევეჩვიეთ ამ ფრაზას და ჩვენი პასუხი ასეთია: მეგრელები აფერისტები კი არა, უბრალოდ გონებამახვილი ხალხი ვართ :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: